https://sputnik-georgia.com/20220719/elisasvili-vin-seizleba-caitvalos-oligarqad-268668389.html
ვინ შეიძლება ჩაითვალოს ოლიგარქად? - დეპუტატი სიცხადეს მოითხოვს
ვინ შეიძლება ჩაითვალოს ოლიგარქად? - დეპუტატი სიცხადეს მოითხოვს
Sputnik საქართველო
დეპუტატი წინადადებით გამოდის, დეოლიგარქიზაციის საკითხის გადაწყვეტის დროს უკრაინის გამოცდილებას დაეყრდნონ. 19.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-19T18:09+0400
2022-07-19T18:09+0400
2022-07-19T21:42+0400
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251324611_0:48:1280:769_1920x0_80_0_0_ebd99f92e361f1f56a073af730bea63f.jpg
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს არ შეუძლიათ კანონის მიღება ოლიგარქების შესახებ, რომელიც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეეხება, რადგან ეს აბსურდია, მიიჩნევს ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.საქართველოს მმართველი პარტია ოპოზიციის ნაწილთან ერთად განაგრძობს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას, რომელთაგან ერთ-ერთია დეოლიგარქიზაცია. პარლამენტში სამშაბათს დეოლიგარქიზაციის საკითხზე სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა. ოპოზიციის ნაწილმა განხილვაში მონაწილეობაზე უარი თქვა.მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის საკითხის გადაწყვეტის მაგალითად შეიძლება უკრაინის გამოცდილების აღება.„უკრაინის კანონს თუ გადმოვიღებთ, იქ განისაზღვრა დეფინიცია, ვინ არის ოლიგარქი. ეს არის ადამიანი, რომელიც უკრაინის მშპ-თან მიმართებაში რაღაც თანხას ფლობს. არ გამოვრიცხავ, და ლოგიკურიც იქნება, ბევრი ადამიანი მოხვდეს ამ სიაში“, – განაცხადა ელისაშვილმა.როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, ასეთ შემთხვევაში სიაში შეიძლება სხვა პირებიც მოხვდნენ, მაგალითად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილი, პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პოლიტიკოსი, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი.დეოლიგარქიზაცია და ივანიშვილი: პრემიერმა მტკივნეულ თემაზე ისაუბრა>>ელისაშვილის თქმით, მან განხილვაში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა, რათა „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციისადმი პრეტენზიები არ ჰქონოდა, რომ მათ „დაუძახეს ოპოზიციას ევროკავშირის რჩევის გათვალისწინებით და არავინ მივიდა“.პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე მივიდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები: ალეკო ელისაშვილი, ანა ბუჩუკური და ბექა ლილუაშვილი პარტიიდან „საქართველოსთვის“, ჰერმან საბო „გირჩიდან“. ფრიდონ ინჯია „ევროპელი სოციალისტებიდან“.დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის 12 პირობიდან ერთ-ერთია. ეს პირობები საქართველომ უნდა შეასრულოს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. ეს სტატუსი უკვე მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ, საქართველომ კი, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ჯერ უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251324611_81:0:1218:853_1920x0_80_0_0_fd65874a990fde3ad8d95b7cb92d5e32.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ვინ შეიძლება ჩაითვალოს ოლიგარქად? - დეპუტატი სიცხადეს მოითხოვს
18:09 19.07.2022 (განახლებულია: 21:42 19.07.2022) დეპუტატი წინადადებით გამოდის, დეოლიგარქიზაციის საკითხის გადაწყვეტის დროს უკრაინის გამოცდილებას დაეყრდნონ.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს არ შეუძლიათ კანონის მიღება ოლიგარქების შესახებ, რომელიც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეეხება, რადგან ეს აბსურდია, მიიჩნევს ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
საქართველოს მმართველი პარტია ოპოზიციის ნაწილთან ერთად განაგრძობს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას, რომელთაგან ერთ-ერთია დეოლიგარქიზაცია. პარლამენტში სამშაბათს დეოლიგარქიზაციის საკითხზე სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა. ოპოზიციის ნაწილმა განხილვაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
„განსასაზღვრია – ვინაა ოლიგარქი. კანონში ხომ ვერ ჩაწერ, რომ ოლიგარქი არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და კანონი მივიღოთ ბიძინა ივანიშვილზე, ესაა აბსურდი“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის საკითხის გადაწყვეტის მაგალითად შეიძლება უკრაინის გამოცდილების აღება.
„უკრაინის კანონს თუ გადმოვიღებთ, იქ განისაზღვრა დეფინიცია, ვინ არის ოლიგარქი. ეს არის ადამიანი, რომელიც უკრაინის მშპ-თან მიმართებაში რაღაც თანხას ფლობს. არ გამოვრიცხავ, და ლოგიკურიც იქნება, ბევრი ადამიანი მოხვდეს ამ სიაში“, – განაცხადა ელისაშვილმა.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, ასეთ შემთხვევაში სიაში შეიძლება სხვა პირებიც მოხვდნენ, მაგალითად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილი, პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პოლიტიკოსი, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი.
ელისაშვილის თქმით, მან განხილვაში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა, რათა „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციისადმი პრეტენზიები არ ჰქონოდა, რომ მათ „დაუძახეს ოპოზიციას ევროკავშირის რჩევის გათვალისწინებით და არავინ მივიდა“.
პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე მივიდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები: ალეკო ელისაშვილი, ანა ბუჩუკური და ბექა ლილუაშვილი პარტიიდან „საქართველოსთვის“, ჰერმან საბო „გირჩიდან“. ფრიდონ ინჯია „ევროპელი სოციალისტებიდან“.
დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის 12 პირობიდან ერთ-ერთია. ეს პირობები საქართველომ უნდა შეასრულოს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. ეს სტატუსი უკვე მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ, საქართველომ კი, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ჯერ უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე.