ფაშინიანმა ღარიბაშვილს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილე მიულოცა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი
ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2022
გამოწერა
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა.
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით, თავის ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილს მილოცვის წერილი გაუგზავნა.
„პატივცემულო ბატონო ღარიბაშვილო, ძვირფასო ირაკლი! 30 წელი მხოლოდ წამიერი გაელვებაა სომეხი და ქართველი ხალხების მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, მაგრამ ორი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, რომლებმაც კვლავ მოიპოვეს დამოუკიდებლობა, ეს პერიოდი ხასიათდება როგორც უმნიშვნელოვანესი პერიოდი კეთილმეზობლური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარებისა“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა „მეგობარ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებას“.
„სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მეზობელ და მეგობარ საქართველოსთან ურთიერთობების თანმიმდევრულ განვითარებას და განმტკიცებას და ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა ადასტურებს ჩვენს მტკიცე ვალდებულებას, კიდევ უფრო გავაფართოვოთ არსებული ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა ყველა სფეროში“, – ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.
სომხეთის მთავრობის მეთაურმა გამოთქვა რწმენა, რომ სომხურ-ქართული ურთიერთობების განვითარებისკენ ორმხრივი სწრაფვა და საიმედო დიალოგი ოფიციალურ დონეზე მომავალშიც განსაზღვრავს ძალისხმევას ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
საქართველოსა და სომხეთის საბაჟო ადმინისტრაციები თანამშრომლობას გააძლიერებენ >>
სომხეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით განცხადება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა.
„დღეს სომხეთი და საქართველო აღნიშნავენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს. ამ 30-წლიანმა მეგობრობამ და ეფექტურმა თანამშრომლობამ საფუძველი ჩაუყარა ჩვენს მოძმე ერებს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და პოლიტიკური დიალოგის თანმიმდევრულ განვითარებას და განმტკიცებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მგზავრთნაკადი ხუთჯერ გაიზარდა >>
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროებში.
დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს ათობით საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0