https://sputnik-georgia.com/20220708/saqartvelosa-da-somxetis-sabajo-administraciebi-tanamsromlobas-gaazliereben-268340427.html
საქართველოსა და სომხეთის საბაჟო ადმინისტრაციები თანამშრომლობას გააძლიერებენ
საქართველოსა და სომხეთის საბაჟო ადმინისტრაციები თანამშრომლობას გააძლიერებენ
Sputnik საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერატიულ რეჟიმში ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლა მნიშვნელოვნად გაამარტივებს საბაჟო ფორმალობებს და გაზრდის კონტროლის ღონისძიებების ეფექტურობას საზღვარზე
2022-07-08T20:40+0400
2022-07-08T20:40+0400
2022-07-08T20:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
სომხეთი
კავკასია
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/08/268339065_0:0:2049:1153_1920x0_80_0_0_e7f9dbfee062761063c98b82a235ef5e.jpg
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველომ და სომხეთმა ხელი მოაწერეს ოქმს „მონაცემთა გაცვლის წინასწარი ელექტრონული სისტემის სრული დანერგვის შესახებ“ ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.ოქმის ხელმოწერა სომხეთის დელეგაციის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მოხდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე რუსტამ ბადასიანმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სომხეთის ფინანსთა მინისტრი ტიგრან ხაჩატრიანი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.ოქმის ამოქმედება ხელს შეუწყობს საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ეფექტურ თანამშრომლობას, უსაფრთხოების მოთხოვნების აღსრულებასა და კანონიერ ვაჭრობას.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერატიულ რეჟიმში ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლა მნიშვნელოვნად გაამარტივებს საბაჟო ფორმალობებს და გაზრდის კონტროლის ღონისძიებების ეფექტურობას როგორც საბაჟო-გამშვებ პუნქტებში, ისე გაფორმების ეკონომიკურ ზონებში.ვიზიტის მიზანია საჯარო ფინანსების მართვის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სფეროში, ასევე, საგადასახადო და საბაჟო მიმართულებებით ურთიერთთანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და შედეგად, ორივე ქვეყნის შესაბამისი სამსახურების ეფექტიანობის გაზრდა.საქართველო-სომხეთის საზღვარზე „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობა დაიწყო >>სტუმრები გაეცნენ მაკროეკონომიკური პოლიტიკის საკითხებს, ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით, ასევე, საგადასახადო და საბაჟო სფეროში საქართველოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებს.საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროებში.დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს ათობით საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.საქართველოსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მგზავრთნაკადი ხუთჯერ გაიზარდა >>2022 წლის იანვარ-მაისში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 388,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 40,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/08/268339065_72:0:1931:1394_1920x0_80_0_0_a9f65594ac9ac33cd493c982a4d41558.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს სომხეთი საბაჟო ადმინისტრაციები თანამშრომლობა გაძლიერება
საქართველოს სომხეთი საბაჟო ადმინისტრაციები თანამშრომლობა გაძლიერება
საქართველოსა და სომხეთის საბაჟო ადმინისტრაციები თანამშრომლობას გააძლიერებენ
20:40 08.07.2022 (განახლებულია: 20:41 08.07.2022) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერატიულ რეჟიმში ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლა მნიშვნელოვნად გაამარტივებს საბაჟო ფორმალობებს და გაზრდის კონტროლის ღონისძიებების ეფექტურობას საზღვარზე
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველომ და სომხეთმა ხელი მოაწერეს ოქმს „მონაცემთა გაცვლის წინასწარი ელექტრონული სისტემის სრული დანერგვის შესახებ“ ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
ოქმის ხელმოწერა სომხეთის დელეგაციის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მოხდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე რუსტამ ბადასიანმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სომხეთის ფინანსთა მინისტრი ტიგრან ხაჩატრიანი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.
„აღნიშნული ოქმი შესაძლებლობას აძლევს მხარეებს უზრუნველყონ წინასწარი ინფორმაციის გაცვლა ორი ქვეყნის საზღვრებს შორის გადაადგილებულ ტვირთებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ოქმის ამოქმედება ხელს შეუწყობს საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ეფექტურ თანამშრომლობას, უსაფრთხოების მოთხოვნების აღსრულებასა და კანონიერ ვაჭრობას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერატიულ რეჟიმში ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლა მნიშვნელოვნად გაამარტივებს საბაჟო ფორმალობებს და გაზრდის კონტროლის ღონისძიებების ეფექტურობას როგორც საბაჟო-გამშვებ პუნქტებში, ისე გაფორმების ეკონომიკურ ზონებში.
ვიზიტის მიზანია საჯარო ფინანსების მართვის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სფეროში, ასევე, საგადასახადო და საბაჟო მიმართულებებით ურთიერთთანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და შედეგად, ორივე ქვეყნის შესაბამისი სამსახურების ეფექტიანობის გაზრდა.
სტუმრები გაეცნენ მაკროეკონომიკური პოლიტიკის საკითხებს, ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით, ასევე, საგადასახადო და საბაჟო სფეროში საქართველოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებს.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროებში.
დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს ათობით საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.
2022 წლის იანვარ-მაისში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 388,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 40,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.