https://sputnik-georgia.com/20220716/fuladi-gzavnilebi-saqartvelosi-bolo-eqvsi-tvis-statistika-268573251.html
ფულადი გზავნილები საქართველოში - ბოლო ექვსი თვის სტატისტიკა
ფულადი გზავნილები საქართველოში - ბოლო ექვსი თვის სტატისტიკა
Sputnik საქართველო
რუსეთიდან 2022 წლის ივნისში ფულადი გზავნილების მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 492,2%-ით გაიზარდა
2022-07-16T11:00+0400
2022-07-16T11:00+0400
2022-07-16T11:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23329/33/233293308_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_b539a5c2478219e928998c232298faab.jpg
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2022 წლის იანვარ-ივნისში წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 65%-ით გაიზარდა და 1.786,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.ფულადი გზავნილების მოცულობით ამჟამად კვლავ რუსეთი ლიდერობს, რომელმაც რამდენიმე თვის მანძილზე პირველობა იტალიას დაუთმო.ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 749,6 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 42%-ია.ივნისში რუსეთიდან გზავნილების მოცულობა ექვსჯერ გაიზარდაივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან 231,4 მლნ დოლარი გადმოირიცხა (გზავნილების მთლიანი მოცულობის 54,2%), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 492,2%-ით მეტია.რამდენი გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთშიივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 29,6 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2021 წლის ივნისთან შედარებით 11,7%-ით მეტია.შეძლებენ თუ არა მიგრანტები რუსეთიდან საქართველოში ფულის გადმოგზავნას? გვენეტაძის პასუხი >>2022 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოდან უცხოეთში 157,7 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,1%-ით მეტია.წყარო - საქართველოს ეროვნული ბანკი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23329/33/233293308_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_d00b0a95986ae2f663dfdfc12c2ea64e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფულადი გზავნილები საქართველო ბოლო ექვსი თვე სტატისტიკა
ფულადი გზავნილები საქართველო ბოლო ექვსი თვე სტატისტიკა
ფულადი გზავნილები საქართველოში - ბოლო ექვსი თვის სტატისტიკა
11:00 16.07.2022 (განახლებულია: 11:15 16.07.2022) რუსეთიდან 2022 წლის ივნისში ფულადი გზავნილების მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 492,2%-ით გაიზარდა
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2022 წლის იანვარ-ივნისში წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 65%-ით გაიზარდა და 1.786,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
ფულადი გზავნილების მოცულობით ამჟამად კვლავ რუსეთი ლიდერობს, რომელმაც რამდენიმე თვის მანძილზე პირველობა იტალიას დაუთმო.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 749,6 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 42%-ია.
ივნისში რუსეთიდან გზავნილების მოცულობა ექვსჯერ გაიზარდა
ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან 231,4 მლნ დოლარი გადმოირიცხა (გზავნილების მთლიანი მოცულობის 54,2%), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 492,2%-ით მეტია.
რამდენი გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 29,6 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2021 წლის ივნისთან შედარებით 11,7%-ით მეტია.
2022 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოდან უცხოეთში 157,7 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,1%-ით მეტია.