მკვლელობა მიწის ნაკვეთის გამო: შსს-მ ფაქტი „ცხელ კვალზე“ გახსნა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 49 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოში 14 ივლისს მოხდა. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა სანადირო თოფით 64 წლის თანასოფლელი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მეზობლებს შორის კონფლიქტი სადავო მიწის ნაკვეთის გამო მოხდა.
დაჭრილი მამაკაცი რუსთავის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება „განზრახ მკვლელობის“ მუხლით აღიძრა. მამაკაცს 10-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0