საქართველოს გავლით ტრანზიტით მოძრავი ავტომობილების რიცხვი შემცირდა

© photo: Sputnik / Stringerსატვირთო ავტომობილი
სატვირთო ავტომობილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2022
გამოწერა
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ივნისში საქართველოს საზღვარი დაახლოებით 38,1 ათასმა ტრანზიტით მოძრავმა ავტომობილმა გაიარა.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ავტომობილების რიცხვი, რომლებიც საქართველოს გავლით ტრანზიტით მოძრაობენ, 2022 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 7,8%-ით შემცირდა, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მასალებში.
ძლიერი წვიმებისა და საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში საბაჟო პუნქტების ნაწილის რემონტის გამო ივნისში ავტომობილების უზარმაზარი "საცობები" შეიქმნა.
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ივნისში საქართველოს საზღვარი გადალახა დაახლოებით 38,1 ათასმა ტრანზიტით მოძრავმა ავტომობილმა, მაშინ, როდესაც საქართველოს სატრანზიტო დერეფნით მაისში 41,3 ათასმა ავტომობილმა ისარგებლა. სულ ექვს თვეში საქართველომ სატრანზიტო დერეფანი 195,4 ათას ავტომობილს დაუთმო.
საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო გადაზიდვების საფასური გაიზარდა>>
ავტომობილების ტრანზიტის შემოსავლები საქართველოს ბიუჯეტში გზით სარგებლობის გადასახადისგან შედის. სახელმწიფო ბიუჯეტში სატვირთო ავტომობილების ტრანზიტისგან ხუთ თვეში დაახლოებით 31,5 მლნ ლარი შევიდა.
საქართველოს ტერიტორიის გავლით ტვირთის ტრანზიტი ერთ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე 20 ივნისიდან 200-დან 350 ლარამდე გაიზარდა.
ყველა ახალი ამბავი
0