საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო გადაზიდვების საფასური გაიზარდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთო ავტომობილები
სატვირთო ავტომობილები - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2022
გამოწერა
საფასური იზრდება როგორც ტრანზიტით მიმავალი ავტომობილებისთვის, ისე ტვირთების რეექსპორტზე.
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. საქართველოს ტერიტორიის გავლით ტვირთის ტრანზიტი ერთ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე 20 ივნისიდან 200-დან 350 ლარამდე გაიზარდა. შესაბამისი დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ამასთან, საფასური იზრდება როგორც ქვეყნის ტერიტორიის გამოყენებით სატრანზიტო გადაზიდვებზე, ისე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გასატანი ტვირთის გადაზიდვაზე.
საფასურის გაზრდის მიზეზს ფინანსთა სამინისტროში ხსნიან იმით, რომ მოქმედი ტარიფი 2010 წლის 1 აგვისტოს დაწესდა, მას შემდეგ კი საქართველომ საგრძნობლად გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა და გზების ხარისხი.

„აღსანიშნავია, რომ ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საჭიროებს მოვლა-პატრონობას, რაც შესაბამის ფინანსურ რესურსებს მოითხოვს“, – ნათქვამია განმარტებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ასრულებს სატრანზიტო ჰაბის და ერთადერთი დერეფნის როლს სომხეთიდან რუსეთში და უკან საქონლის ტრანზიტისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0