სახელმწიფოს ხელშეწყობით კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა

© photo: Sputnik / Stringerლიმონათის ერთ-ერთი ქარხანა
ლიმონათის ერთ-ერთი ქარხანა - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2022
გამოწერა
საწარმო მტკნარ და მინერალურ წყლებს, ასევე ლიმონათს აწარმოებს და იქ 100 ადამიანია დასაქმებული.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ნატახტარში კომპანია „უოთერ ლენდის" კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საწარმო მტკნარ და მინერალურ წყლებს, ასევე ლიმონათს აწარმოებს. ახალი საწარმოს მშენებლობაში კომპანიამ 3 მლნ აშშ დოლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა. ამ ეტაპზე წარმოებული პროდუქციის 80 პროცენტზე მეტი ექსპორტზე გადის 10-ზე მეტ ქვეყანაში.
საწარმოში 100 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის უმრავლესობა – ადგილობრივი.
უწყების ცნობით, „უოთერ ლენდმა" სააგენტოს პროგრამების ფარგლებში სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამით ისარგებლა.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით მცხეთა-მთიანეთის მხარეში სულ დაფინანსებულია 610 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 322 მილიონ ლარს აღემატება, დასაქმებულთა რაოდენობა კი 3.673-ია.
როგორ მოქმედებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამები ეკონომიკაზე>>
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე სახელწოდების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის ბიზნეს-სექტორისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული ყველა სახელმწიფო პროგრამა.
ყველა ახალი ამბავი
0