პროპაგანდასთან ბრძოლა სისხლის სამართლის საქმით დასრულდა

© photo: Sputnik„მთავარი არხის" მიკროფონი
„მთავარი არხის მიკროფონი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2022
გამოწერა
დანაშაული ითვალისწინებს სასჯელს ჯარიმის ან ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობის სახით.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" ჟურნალისტების საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას, როდესაც ისინი პროგრამა Post Factum-ზე მუშაობდნენ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოჰყვა.
ჟურნალისტების საუბრის ჩანაწერი ტელეარხ „მაესტროზე" მუსიკოსმა და მსახიობმა გია გაჩეჩილაძემ, იმავე „უცნობმა" თავის საავტორო გადაცემაში გამოაქვეყნა. გაჩეჩილაძის თქმით, პუბლიკაციის მიზანი იყო ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის, როგორ ქმნის ოპოზიციური ტელეარხი „ფეიკებს".

ჩანაწერის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა კომუნიკაციის საიდუმლოს დარღვევის მუხლით.

საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ გამოძიებას უმოკლეს ვადებში დაასრულებს.
ზემოაღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს სასჯელს ჯარიმის ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთის სახით.
ფარული მოსმენების სკანდალური საქმე: ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შევიდა>>
„უცნობმა" გადაცემის დასაწყისში განაცხადა, რომ ჩანაწერი თავისი ძველი ნაცნობისგან მიიღო, რომელიც ერთ-ერთ ოპოზიციურ ტელეარხზე მუშაობს.
ყველა ახალი ამბავი
0