ბათუმის ბიუჯეტი გაიზარდა: რას მოხმარდება სახსრები

© photo: Sputnikბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2022
გამოწერა
მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 10 მლნ ლარზე მეტით გაიზარდა.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ბათუმის ბიუჯეტი 38 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამში 292,3 მლნ ლარი შეადგინა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".
როგორც ქალაქის მერიაში აღნიშნავენ, ახალი ბიუჯეტის წყალობით გაიზრდება პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსება.
ქალაქის ტრანსპორტის განვითარებაზე დამატებით 36.680 ათასი ლარი გამოიყოფა. მთელი ბიუჯეტი კი 142.338 ათას ლარს შეადგენს.
ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროს თანხა გაიზრდება 1.938 ათასი ლარით და შეადგენს 20.346 ათას ლარს. ასევე იგეგმება განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულებების დაფინანსების გაზრდა.
მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 10.980 ათასი ლარით გაიზარდა, ხოლო ბიუჯეტის ნაშთის ცვლილების საპროგნოზო მაჩვენებელი – 27.271 ათასით.
ქალაქის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელის აკაკი ბერიძის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტი სხვადასხვა პროექტის განხორციელების საშუალებას იძლევა. კერძოდ, რვა ადგილზე გაიხსნება ახალი სკვერი, ასევე საბავშვო ატრაქციონები.
გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში ორმოც ადგილზე დაგეგმილია ფერდსამაგრი კედლების მოწყობა, ხოლო 52 ადგილზე – ბეტონის გზები.
წყარო: აჭარის ტელევიზია
ყველა ახალი ამბავი
0