მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იმედის სხივი მარცვლეულის საკითხში: თურქეთში შეხვედრა პოზიტიურად დასრულდა

  - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2022
გამოწერა
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. თურქეთში გუშინ გამართულ ოთხმხრივ შეხვედრაზე, რომელშიც თურქეთის, რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დელეგაციები, ასევე გაეროს დელეგაცია მონაწილეობდნენ, მხარეები ძირითად ტექნიკურ საკითხებზე შეთანხმდნენ, ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასურსათო კრიზისის აღმოსაფხვრელად.

„შეხვედრის შედეგად, რომელიც პოზიტიურ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში მიმდინარეობდა, შეთანხმდა ძირითადი ტექნიკური საკითხები. მათ შორის, სტამბულში საკოორდინაციო ცენტრის შექმნა, რომელშიც ყველა მხარის წარმომადგენელი შევა“, — განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, პორტებზე და ასევე ნაოსნობის უსაფრთხოებაზე ერთობლივი მონიტორინგი განხორციელდება.
შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ უკრაინული და რუსული დელეგაციები მომავალ კვირაში კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს თურქეთში.
„ამ შეხვედრაზე ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ ყველა დეტალს და ხელს მოვაწერთ ჩატარებულ სამუშაოს“, — აღნიშნა ჰულუსი აკარმა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა რუსეთსა და უკრაინას შორის „მარცვლეულის საკითხზე“ სტამბულში მოლაპარაკებებს „იმედის სხივი“ უწოდა და მადლობა გადაუხადა ყველა მხარეს სიტუაციის გადაჭრისთვის მზადყოფნის გამო.
თურქეთის, რუსეთის, უკრაინისა და გაეროს დელეგაციებს შორის მოლაპარაკების ადგილი სტამბულში ხელისუფლებას უმკაცრესად ჰქონდა გასაიდუმლოებული. ჟურნალისტებს, რომლებიც დილიდან ცდილობდნენ შეხვედრის ადგილის დაზუსტებას, ნებისმიერი გადაღება ჰქონდათ აკრძალული.
წყარო: თურქეთის თავდაცვის სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0