ერთსქესიანთა ქორწინება: კარლ ჰარცელს მგრძნობიარე კითხვაზე პასუხის გაცემა მოსთხოვეს

© photo: Sputnikკარლ ჰარცელი
კარლ ჰარცელი - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2022
გამოწერა
ევროკავშირი ადამიანების ყველა ჯგუფის უფლებების დაცვას მოითხოვს, მათ შორის, სექსუალური უმცირესობების, აღნიშნა ჰარცელმა.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ მოითხოვს, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მოქალაქეების კითხვებზე პასუხისას.
ერთ-ერთი მოქალაქის კითხვა დიპლომატის მიმართ ასეთი იყო: „თუ თქვენ იცნობთ საქართველოს ისტორიას და პატივს სცემთ მის ტრადიციებს, რატომ სთხოვთ მთავრობას ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას?“

„ევროკავშირი საქართველოსგან ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ მოითხოვს. ევროკავშირის ფარგლებში საოჯახო სამართალი ევროკავშირის ქვეყნების კომპეტენციის ქვეშ რჩება და, შესაბამისად, ქორწინებასთან დაკავშირებული წესები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება“, – უპასუხა ჰარცელმა.

მისი თქმით, ევროკავშირი ყველა წევრი ქვეყნისგან მოითხოვს დისკრიმინაციის აკრძალვას, ასევე ადამიანების ყველა ჯგუფის, მათ შორის, სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას.
„ადამიანის უფლებების, მათ შორის, უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა უფლებების პატივისცემა და დაცვა ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებაა“, – განაცხადა დიპლომატმა.
ევროკომისიამ სტატუსის საკითხთან დაკავშირებით საქართველოზე ანგარიშის შედგენის ვადა გადაწია>>
ჰარცელის თქმით, ადამიანის უფლებების დაცვა აუცილებელია ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნებისთვის.
კითხვაზე, უნდა დაიცვას თუ არა მთავრობამ „თბილისის პრაიდი“, რათა კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ელჩმა უპასუხა, რომ მოქალაქეების ძალადობისგან დაცვა და თითოეული ადამიანის სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების უზრუნველყოფა ევროკავშირისა და ნებისმიერი დემოკრატიის ძირითადი ღირებულებებია.
ყველა ახალი ამბავი
0