მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკომისიამ ინფლაციის პროგნოზი გააუარესა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2022
გამოწერა
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ევროკომისიის წინასწარი პროგნოზით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი გაუარესდება წინა პროგნოზთან შედარებით, იუწყება სააგენტო Bloomberg-ი დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით.
ევროკომისიის მონაცემებით, წელს ინფლაცია 7,6%-მდე გაიზრდება, ნაცვლად მანამდე პროგნოზირებული 6,1%-ისა. ხოლო მომავალ წელს 4%-ს შეადგენს, ნაცვლად მანამდე ნავარაუდევი 2,7%-ისა.
როგორც გამოცემა წერს, ინფლაციამ უკვე მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, გადააჭარბა რა ევროპის ცენტრალური ბანკის 2%-იან ტარგეტს.
გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ შემცირდება ევროზონის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდაც. წელს ის მხოლოდ 2,6% იქნება, ნაცვლად მანამდე პროგნოზირებული 2,7%-ისა, ხოლო 2023 წელს 1,4%-მდე დაეცემა, ნაცვლად პროგნოზრებული 2,3%-ისა.
ამასთან სააგენტო ხაზს უსვამს, რომ პროგნოზი წინასწარია და გამოქვეყნებამდე შესაძლოა კიდევ შეიცვალოს. აღინიშნება, რომ მისი გამოქვეყნება დღეს იგეგმება.
წყარო: Bloomberg
ყველა ახალი ამბავი
0