ცირკი ყინულზე: უკრაინული დასი ბათუმშია

© VK / Moscow Bolshoi Circusსაცირკო შოუ UFO. Alien Planet Circus
საცირკო შოუ UFO. Alien Planet Circus - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2022
გამოწერა
Grand Circus On Ice გასტროლზე უკვე იყო ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ჩინეთი, ხორვატია, საფრანგეთი და ა.შ.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. უკრაინული დასი Grand Circus On Ice ბათუმში წარმოადგენს დაუვიწყარ სანახაობას – ცირკს ყინულზე.
შოუ, რომელიც 12-14 ივლისის პერიოდში ტარდება, გათვლილია როგორც პატარებისთვის, ისე დიდებისთვის. წარმოდგენა ჰარმონიულად აერთიანებს პროფესიონალ მოციგურავეებსა და ცირკის შემსრულებლებს.

„ნათელი, დინამიკური და წარმოუდგენლად ფერადი სპექტაკლი, ცირკის კალეიდოსკოპი, აერთიანებს ჟონგლიორებს, აკრობატებს და ეკვილიბრისტებს, რომლებიც დაფრინავენ ყინულის პლატფორმაზე. მოციგურავეების თავბრუდამხვევი ილეთები მართლაც მომხიბვლელ სურათს ქმნის“, – წერენ ორგანიზატორები.

მაყურებელი წარმოდგენაზე ასევე შეხვდება Marvel-ის სუპერგმირებს, იხილავს ექსტრემალურ ცეცხლოვან შოუს და, რა თქმა უნდა, უმხიარულეს ჯამბაზს, რომელიც მთელი წარმოდგენის მანძილზე იზრუნებს სტუმრების განწყობაზე.
უკრაინული დასი გასტროლებზე უკვე იყო ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ჩინეთი, ხორვატია, საფრანგეთი და ა.შ.
გრანდიოზული დასი Grand Circus On Ice 2014 წელს შეიქმნა.
ყველა ახალი ამბავი
0