ჩახვეული კუთხური და 8 წუთში მოგებული თამაში - ბათუმის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა

© FC Dinamo Batumiბათუმის „დინამო“
ბათუმის „დინამო“ - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2022
გამოწერა
ბათუმის „დინამო“ კონფერენს-ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონურ „ლეხ პოზნანს“ შეხვდება.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ბათუმის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ბრატისლავის „სლოვანთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
პირველი შეხვედრის მსგავსად, ბათუმში გამართული მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ, ანგარიშით 0:0 დასრულდა და გამარჯვებული დამატებითმა ტაიმებმა გამოავლინა.
აღსანიშნავია, რომ მასპინძლები სრული მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, „დინამო“ საკუთარ კედლებში აშკარად პირველ ნომრად თამაშობდა.
გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი პირველ დამატებით ტაიმში, 104-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდა. თუმცა სლოვაკურმა გუნდმა წონასწორობა მეორე დამატებითი ტაიმის 115-ე წუთზე ბარსეგიანის გოლის წყალობით აღადგინა. ბათუმში მათი ზეიმი კი 123-ე წუთზე ვლადიმირ ვაისის ჩახვეული კუთხურით დასრულდა.
გია გეგუჩაძე: ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ ყველაფერი ბათუმში გადაწყდება>>
„სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში იყო სამივე ქართველი ლეგიონერი. ჯაბა კანკავამ, გურამ კაშიამ და გიორგი ჩაკვეტაძემ მატჩი პირველივე წუთებიდან დაიწყეს. ბრატისლავის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჩაკვეტაძე 62-ე წუთზე გამოცვალა, კაშიამ და კანკავამ კი შეხვედრა სრულად ჩაატარეს.
„სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრულ „ფერენცვაროშს“ შეხვდება, ბათუმის „დინამო“ კი კონფერენს-ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც პოლონურ „ლეხს“ დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ „ლეხში“ ქართველი ფეხბურთელები ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი ირიცხებიან.
ყველა ახალი ამბავი
0