მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სამხრეთის გაზის დერეფანზე გავლით: ევროკავშირი და აზერბაიჯანი გაზის მემორანდუმს აფორმებენ

  - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2022
გამოწერა
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ევროკავშირი აზერბაიჯანთან გაზის იმპორტზე შეთანხმების ხელმოსაწერად ემზადება ყოველგვარი პირობის გარეშე, რათა რუსეთზე დამოკიდებულება შეამციროს ევროპაში მიწოდებების შეწყვეტის შემდეგ, იუწყება EUobserver-ი.

„სტრატეგიული პარტნიორობა ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის მოიაზრებს კასპიის ბუნებრივი აირის ევროკავშირში ექსპორტს, შესაძლოა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებშიც... დივერსიფიკაციის გასაზრდელად“, — ნათქვამია შეთანხმების პროექტში, რომელიც EUobserver-ის ხელთ აღმოჩნდა.

როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირს იმედი აქვს, რომ 2027 წლისთვის ყოველწლიურად 20 მლრდ კუბომეტრ გაზს მიიღებს გაზით ვაჭრობის ფარგლებში.
აღინიშნება, რომ ეს სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენების ქსელის გაფართოებაში მნიშვნელოვან ინვესტირებას გამოიწვევს, თუმცა ინვესტიციების თანხა არ დასახელებულა.
ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტში არ არის ნახსენები რუსეთის უკრაინაში შეჭრა ან გაზის მიწოდების შეჩერება ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ, თუმცა არაერთხელაა ნახსენები ის ფაქტი, რომ ევროკავშირს გაზის „სტაბილური, სანდო და პროგნოზირებადი მიწოდებები“ ესაჭიროება.
როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის წარმომადგენლებმა არ გაამხილეს, როდისაა მოსალოდნელი მემორანდუმზე ხელმოწერა, თუმცა ცნობილია, რომ ევროკავშირის ენერგეტიკის საკითხთა კომისარი კადრი სიმსონი ბაქოში ივლისის ბოლოს მიემგზავრება, მანამდე კი, 19 ივლისს ორივე მხარის წარმომადგენლები ბრიუსელში მოლაპარაკებებს გამართავენ.
ამასთან აღინიშნება, რომ აზერბაიჯანთან გარიგებას სავალდებულო იურიდიული ძალა არ აქვს, თუმცაღა ევროკავშირის ინვესტიციებისთვის დღის წესრიგს განსაზღვრავს.
სამხრეთის გაზის დერეფანი — სამხრეთ კავკასიის გაზსადენის (ბაქო-თბილისი-ერზრუმის) გაფართოების პროექტი. ამ დერეფნის მიზანია შეამციროს ევროპის დამოკიდებულება რუსულ გაზზე. ამ მარშრუტის სიგრძე, რომლის მთავარი წყარო იქნება კასპიის ზღვაში მდებარე შაჰ-დენიზის საბადო, 3.500 კილომეტრი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0