Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„არსად ვმუშაობ... გაკვირვებით მეკითხებიან, შენ არ დაგასაქმესო?!“ - ზაზა ხუციშვილი

© courtesy of Zaza Khutsishviliზაზა ხუციშვილი
ზაზა ხუციშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2022
გამოწერა
მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი ჟურნალ „სარკეს“ პოლიტიკის მიღმა ცხოვრებაზე ესაუბრება. ის პარლამენტში მუშაობის დასრულების შემდეგ პოლიტიკიდან დისტანცირდა და ჯგუფ „ვაკის პარკთან“ ერთად აქტიურად აგრძელებს საკონცერტო საქმიანობას.
 Boney M - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2022
ლეგენდარული დისკო-ჯგუფი Boney M ბათუმში წარდგება
როგორც ზაზა აღნიშნავს, მეუღლესთან ერთად აგარაკზე ცხოვრობს.

„გვაქვს ძალიან კარგი ეზო. 100-მდე ვარდის სახეობა, რომელიც მთლიანად ჩემი მეუღლის დამსახურებაა. ეს არის საოცარი არტთერაპია, ულამაზესი ფერები, სურნელი. მთელი დღე ეზოში ფუსფუსებს, მეც იქვე ვარ. როცა დრო მაქვს, ვეხმარები. დიდი მოვლა და ყურადღება სჭირდება“, – ამბობს მუსიკოსი.

რაც შეეხება პოლიტიკას, ხუციშვილი აცხადებს, რომ როცა მმართველი გუნდის შეცდომები არ მოეწონა, არ მორიდებია საკუთარი აზრის გამოთქმას.

„გავაცანი მათ ჩემი მოსაზრებები და, რადგან ვერ შევჯერდით, წამოვედი უმრავლესობიდან. დარჩენილი ერთი წელი დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით დავყავი. ყოველთვის ვპოზიციონირებდი სამართლიანი კრიტიკით და არა ჭიქაში ატეხილი ბინძური ქარიშხლით. ამჟამად არსად ვმუშაობ, არც სახელმწიფო დაწესებულებაში, არც კერძო კომპანიაში. ზოგჯერ გაკვირვებით მეკითხებიან, კი, მაგრამ, შენ არ დაგასაქმესო?! მეცინება. არა, არ დამასაქმეს და არაფერი ტრაგედია არ არის ამაში, არც თავად მითხოვია. მე მაქვს ჩემი პროფესია, ვარ მოქმედი მუსიკოსი და ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მიყვარს“, – ამბობს ზაზა ხუციშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0