ლეგენდარული დისკო-ჯგუფი Boney M ბათუმში წარდგება

© photo: Sputnik / Yuri Abramochkin Boney M
 Boney M - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2022
გამოწერა
კონცერტზე მისული სტუმრები დატკბებიან ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი ჰიტებით
თბილისი, 3 ივლისი– Sputnik. ბათუმში 6 აგვისტოს MONO HALL BATUMI-ს სცენაზე ლეგენდარული დისკო-ჯგუფი Boney M წარდგება.
ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ჯგუფი განახლებული შემადგენლობით წარდგება წამყვანი სოლისტით - ლიზ მიტჩელი (Liz Mitchell) ასევე ჯგუფის ზოგიერთი სიმღერის თანაავტორია.
სტუმრები დატკბებიან ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი ჰიტებით.
ბილეთები ვებგვერდ tkt.ge-ზე უკვე იყიდება. ბილეთების ფასი 50 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს.
Boney M — 70-იანი წლების დისკოს ლეგენდარული ჯგუფი, რომელმაც 1976 წლიდან მთელს მსოფლიოში უზარმაზარ პოპულარობას მიაღწია.
Boney M-ს თავისი კარიერის განმავლობაში თავისი ალბომები და სინგლები 100 მილიონიანი ტირაჟით აქვს გაყიდული. მათ შექმნეს უკვდავი ჰიტები, რომლებმაც 70-80-იანი წლების ყველა მუსიკალური ჩარტი დაიპყრო. ლეგენდარული ჯგუფი პოპულარობას სხვადასხვა თაობის მსმენელში დღემდე ინარჩუნებს.
ყველა ახალი ამბავი
0