მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ყაზახეთი ევროკავშირთან თანამშრომლობას აღრმავებს

© Akimat of Almaty region
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2022
გამოწერა
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ყაზახეთის ხელისუფლება გააღრმავებს ევროკავშირთან თანამშრომლობას ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორში, ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
12 ივლისს ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროკავშირის დელეგაციას შეხვდა ცენტრალურ აზიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ტერჰი ჰაკალას ხელმძღვანელობით. შეხვედრაზე მხარეებმა ყაზახეთ–ევროკავშირს შორის თანამშრომლობისა და რეგიონთაშორის კავშირების შემდგომ განვითარებაზე იმსჯელეს ევროკავშირის იმ სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც ცენტრალური აზიის მიმართ არსებობს.

„მხარეებმა ხაზი გაუსვეს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) განვითარების მნიშვნელობას. აღინიშნა ენერგეტიკული და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ყაზახეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, რესპუბლიკის სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორებს შორის ევროკავშირი პირველ ადგილზეა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყაზახეთის სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირთან 2021 წლის მაჩვენებელს 55,5%-ით გადააჭარბა, შეადგინა რა 16,5 მილიარდი დოლარი წინა წლის 10,6 მილიარდი დოლარის წინააღმდეგ. ევროკავშირის ქვეყნებიდან ინვესტიციები კი 31,3%-ით გაიზარდა.
მანამდე, 7 ივლისს ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ეროვნულ კორპორაცია KazMunayGas-ს დაავალა, განავითაროს ტვირთების საზღვაო ტრანსპორტირება, რათა ყაზახეთის პორტები „კასპიის ზღვის ერთ-ერთ წამყვან ჰაბად“ გადაიქცეს.
ერთი დღით ადრე კი ყაზახეთის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ბრძანების პროექტი, რომელიც დე ფაქტო ზღუდავს რუსეთში გარკვეული სახის საქონლის მიწოდებას სანქციების გამო. კიდევ უფრო ადრე, ივნისის შუა რიცხვებში პრეზიდენტმა ტოკაევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უარი უთხრა დონეცკისა და ლუგანსკის, როგორც „კვაზისახელმწიფოებრივი ერთეულების“ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებაზე.
წყარო: ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0