მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე მოლაპარაკების ადგილი თურქეთში მკაცრადაა გასაიდუმლოებული

  - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2022
გამოწერა
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. თურქეთის, რუსეთის, უკრაინისა და გაეროს დელეგაციებს შორის მოლაპარაკების ადგილი სტამბულში უმკაცრესადაა გასაიდუმლოებული, ჟურნალისტებს ნებისმიერი გადაღება აქვთ აკრძალული, იუწყება „რია ნოვოსტი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტები დილიდან იკრიბებიან ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და გამზირებზე, რათა მკაცრად გასაიდუმლოებული შეხვედრის ადგილი დაადგინონ.

„როგორც სახელმწიფო, ისე კერძო მედიაკომპანიების ჟურნალისტები გაფრთხილებული არიან, რომ ნებისმიერი გადაღება აკრძალულია. ისინი ყველა ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტროსგან მიიღებენ“, — განუცხადა სააგენტოს თურქეთის ერთ-ერთი სახელმწიფო სააგენტოს კორესპონდენტმა.

სტამბულში დღეს თურქეთის, რუსეთის, უკრაინის სამხედრო დელეგაციების გაეროს დელეგაციასთან შეხვედრაა დაგეგმილი მარცვლეულის საკითხის განსახილველად. მანამდე დიპლომატიურმა წყარომ „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ შეხვედრაზე კონსენსუსის მიღწევის დიდი იმედი არსებობს.
მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, შუადღისას დაიწყება.
მანამდე გაერომ არაერთხელ განაცხადა სასურსათო კრიზისის თაობაზე, რომელიც მარცვლეულის დეფიციტის გამოა მოსალოდნელი. დასავლეთი რუსეთს მსოფლიო ბაზრებზე უკრაინული მარცვლეულის გატანის წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს. მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ ეს კიევის ხელისუფლება უქმნის დაბრკოლებებს მარცვლეულის ექსპორტს.
წყარო: „რია ნოვოსტი“
ყველა ახალი ამბავი
0