საქართველოში გარემოსთვის ზიანის მიყენებისთვის სანქციები მკაცრდება

© courtesy of Tbilisi Zooარწივი
არწივი - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2022
გამოწერა
დადგენილების შესაბამისად, მკაცრდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესი.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი „ტექნიკური რეგლამენტი გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
პროექტი მომზადებულია „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი მიზანია გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების და მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების წესის დადგენა, თუ გარემოს დაზიანების დონე არ შეესაბამება კანონით დადგენილ მნიშვნელოვანი ზიანის კრიტერიუმებს.
მთავრობის დადგენილების შესაბამისად, გარკვეულ შემთხვევებში მკაცრდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესი.
კერძოდ, გამკაცრდა ტყის რესურსების, ზოგიერთი სახეობის სასარგებლო წიაღისეულის, ასევე ცხოველთა სამყაროს სახეობების (მაგალითად, ბექობის არწივი, ფასკუნჯი, წითელთავა შავარდენი, კავკასიურ შურთხი და სხვ.) უკანონო სარგებლობისას გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების წესი, ასევე დაკორექტირდა ტერმინები „საქართველოს ტყის კოდექსის“ მიხედვით.
ყველა ახალი ამბავი
0