https://sputnik-georgia.com/20220713/qartvelma-mezrvaurebma-atlantis-okeanesi-52-adamiani-gadaarcines-268498594.html
ქართველმა მეზღვაურებმა ატლანტის ოკეანეში 52 ადამიანი გადაარჩინეს
ქართველმა მეზღვაურებმა ატლანტის ოკეანეში 52 ადამიანი გადაარჩინეს
Sputnik საქართველო
მეზღვაურებმა განსაკუთრებული სიმამაცე, ვაჟკაცობა და პროფესიონალიზმი გამოავლინეს
2022-07-13T23:16+0400
2022-07-13T23:16+0400
2022-07-13T23:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები
საქართველოს სიამაყე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/04/259314954_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_0452705f8c16b54aacfd1712be5ec7a9.jpg
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. ქართველმა მეზღვაურებმა გადაარჩინეს 52 ადამიანი, რომლებიც ატლანტის ოკეანის შუაგულში ხუთბალიანი შტორმის დროს გასაბერ ნავში იმყოფებოდნენ, იუწყება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.ქართველი მეზღვაურებით დაკომპლექტებული გემი მაროკოში მიემართებოდა, რა დროსაც მათ შენიშნეს ნავი ოკეანეში, რომელშიც მათ შორის შვიდი ქალი და სამი ბავშვი იმყოფებოდა.მეზღვაურების თქმით, რომლებსაც სააგენტო დაუკავშირდა, მაშველების ათსაათიანი ლოდინისა და ამინდის გაუარესების შემდეგ ეკიპაჟმა ადმიანების ბორტზე ამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ყველა მათგანი მიგრანტი იყო.სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა ცხრა ქართველი მეზღვაური, მომავალ წელს საქართველო მათ „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისათვის“ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ჯილდოზე წარადგენს.პირველად ასეთი ჯილდოთი ქართველი მღვდელმსახური ილია კარტოზია სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვეს. მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია 2014 წლის 28 დეკემბერს იონის ზღვაში ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ ხანძრის დროს უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ ქართველი მღვდელმსახური სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა >>სამაშველო ოპერაციის დროს, რომელიც ცეცხლმოკიდებულ გემზე მიმდინარეობდა, მამა ილიამ მაშველ ნავში თავისი ადგილი დაუთმო ბავშვიან ქალს, თავად კი ვორანზე დარჩა. მაშველებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/04/259314954_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_d0f884c2168c36e0c7a4cb8a7a12c591.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართველი მეზღვაურები ატლანტის ოკეანე 52 ადამიანი გადარჩენა
ქართველი მეზღვაურები ატლანტის ოკეანე 52 ადამიანი გადარჩენა
ქართველმა მეზღვაურებმა ატლანტის ოკეანეში 52 ადამიანი გადაარჩინეს
23:16 13.07.2022 (განახლებულია: 23:17 13.07.2022) მეზღვაურებმა განსაკუთრებული სიმამაცე, ვაჟკაცობა და პროფესიონალიზმი გამოავლინეს
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. ქართველმა მეზღვაურებმა გადაარჩინეს 52 ადამიანი, რომლებიც ატლანტის ოკეანის შუაგულში ხუთბალიანი შტორმის დროს გასაბერ ნავში იმყოფებოდნენ, იუწყება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
ქართველი მეზღვაურებით დაკომპლექტებული გემი მაროკოში მიემართებოდა, რა დროსაც მათ შენიშნეს ნავი ოკეანეში, რომელშიც მათ შორის შვიდი ქალი და სამი ბავშვი იმყოფებოდა.
მეზღვაურების თქმით, რომლებსაც სააგენტო დაუკავშირდა, მაშველების ათსაათიანი ლოდინისა და ამინდის გაუარესების შემდეგ ეკიპაჟმა ადმიანების ბორტზე ამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ყველა მათგანი მიგრანტი იყო.
„ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ ამ მეზღვაურებმა ღია ზღვაში განსაკუთრებული სიმამაცის, ვაჟკაცობის და პროფესიონალიზმის წყალობით 52 ადამიანი გადაარჩინეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა ცხრა ქართველი მეზღვაური, მომავალ წელს საქართველო მათ „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისათვის“ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ჯილდოზე წარადგენს.
პირველად ასეთი ჯილდოთი ქართველი მღვდელმსახური ილია კარტოზია სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვეს. მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია 2014 წლის 28 დეკემბერს იონის ზღვაში ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ ხანძრის დროს უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
სამაშველო ოპერაციის დროს, რომელიც ცეცხლმოკიდებულ გემზე მიმდინარეობდა, მამა ილიამ მაშველ ნავში თავისი ადგილი დაუთმო ბავშვიან ქალს, თავად კი ვორანზე დარჩა. მაშველებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.