https://sputnik-georgia.com/20220713/opoziciam-saqartvelos-prezidents-parlamentis-riggarese-sesiis-danisvnis-txovnit-mimarta-268493472.html
ოპოზიციამ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სესიის დანიშვნის თხოვნით მიმართა
ოპოზიციამ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სესიის დანიშვნის თხოვნით მიმართა
Sputnik საქართველო
რიგგარეშე სესიის დანიშვნას დაჟინებით მოითხოვენ „ლელო საქართველოსთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოსთვის“ და რესპუბლიკური პარტია
2022-07-13T19:27+0400
2022-07-13T19:27+0400
2022-07-13T21:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383771_0:26:3077:1757_1920x0_80_0_0_ed6ecdb33cd69c6f5e7cbe88ea3e2479.jpg
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართა თხოვნით, დაინიშნოს პარლამენტის რიგგარეშე სესია კონკრეტული დღის წესრიგით, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად.მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ პარლამენტში ძირითადი სამუშაო საშემოდგომო სესიაზე განახლდება, მანამდე კი კომიტეტები და საპარლამენტო ჯგუფები იმუშავებენ კანონპროექტებზე – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 პირობის შესასრულებლად.18 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესიის დანიშვნას ითხოვენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „რესპუბლიკური პარტია“, „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები: არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, თამარ ჩარკვიანი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი, დავით ბაქრაძე.მათი აზრით, შემოდგომამდე უნდა მოხდეს კონკრეტული საკითხების განხილვა: საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც გულისხმობს საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერის შემცირებას; ცვლილებები „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ” და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონებში.ყველა ეს კანონპროექტი უკვე ინიცირებულია ოპოზიციის მიერ, მაგრამ საკომიტეტო სხდომებზე ჯერ არ განხილულა.ევროკომისიამ სტატუსის საკითხთან დაკავშირებით საქართველოზე ანგარიშის შედგენის ვადა გადაწია >>რიგგარეშე სესია წარმოადგენს დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯს და იქნება მაჩვენებელი, რეალურად უნდა თუ არა ხელისუფლებას ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული წევრის სტატუსის მისაღებად სავალდებულო წინაპირობების შესრულება, აღნიშნავენ ოპოზიციური პარტიები.მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა 1 ივლისს წარმოადგინა. ამ გეგმის მიხედვით, პარლამენტში შეიქმნება სხვადასხვა ჯგუფები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადონ საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.ასევე შეიქმნება პოლარიზაციის მონიტორინგის სპეციალური ჯგუფი, რომლის მუშაობას კოორდინაციას გაუწევს პარლამენტის თავმჯდომარე. კომიტეტების პირველი სხდომები უკვე ჩატარდა, თუმცა ოპოზიციის ნაწილმა მასში მონაწილეობაზე უარი თქვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383771_66:0:2795:2047_1920x0_80_0_0_8eb28d44165897f90a0566e60c01de50.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ოპოზიცია საქართველო პრეზიდენტი პარლამენტი რიგგარეშე სესია დანიშვნა თხოვნა
ოპოზიცია საქართველო პრეზიდენტი პარლამენტი რიგგარეშე სესია დანიშვნა თხოვნა
ოპოზიციამ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სესიის დანიშვნის თხოვნით მიმართა
19:27 13.07.2022 (განახლებულია: 21:55 13.07.2022) რიგგარეშე სესიის დანიშვნას დაჟინებით მოითხოვენ „ლელო საქართველოსთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოსთვის“ და „რესპუბლიკური პარტია“.
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართა თხოვნით, დაინიშნოს პარლამენტის რიგგარეშე სესია კონკრეტული დღის წესრიგით, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ პარლამენტში ძირითადი სამუშაო საშემოდგომო სესიაზე განახლდება, მანამდე კი კომიტეტები და საპარლამენტო ჯგუფები იმუშავებენ კანონპროექტებზე – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 პირობის შესასრულებლად.
18 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესიის დანიშვნას ითხოვენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „რესპუბლიკური პარტია“, „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები: არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, თამარ ჩარკვიანი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი, დავით ბაქრაძე.
მათი აზრით, შემოდგომამდე უნდა მოხდეს კონკრეტული საკითხების განხილვა: საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც გულისხმობს საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერის შემცირებას; ცვლილებები „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ” და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონებში.
ყველა ეს კანონპროექტი უკვე ინიცირებულია ოპოზიციის მიერ, მაგრამ საკომიტეტო სხდომებზე ჯერ არ განხილულა.
„ჩვენ მიერ შეთავაზებული დღის წესრიგი ეხმიანება 12 შესასრულებელი წინაპირობიდან სამ მიმართულებას (აღმოიფხვრას პოლიტიკური პოლარიზაცია, უზრუნველყოფილი იქნას სასამართლო სისტემის მთლიანი და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და ელიტური კორუფციის გამოძიების შემთხვევები)“, – ნათქვამია პარტიების მიმართვაში.
რიგგარეშე სესია წარმოადგენს დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯს და იქნება მაჩვენებელი, რეალურად უნდა თუ არა ხელისუფლებას ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული წევრის სტატუსის მისაღებად სავალდებულო წინაპირობების შესრულება, აღნიშნავენ ოპოზიციური პარტიები.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა 1 ივლისს წარმოადგინა. ამ გეგმის მიხედვით, პარლამენტში შეიქმნება სხვადასხვა ჯგუფები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადონ საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.
ასევე შეიქმნება პოლარიზაციის მონიტორინგის სპეციალური ჯგუფი, რომლის მუშაობას კოორდინაციას გაუწევს პარლამენტის თავმჯდომარე. კომიტეტების პირველი სხდომები უკვე ჩატარდა, თუმცა ოპოზიციის ნაწილმა მასში მონაწილეობაზე უარი თქვა.