Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვიფიქრე, ხომ არ ავიღო ერთწლიანი ტაიმ-აუტი“ - ნანუკა ჟორჟოლიანმა კორონავირუსი გადაიტანა

© courtesy of Nanuka Zhorzholianiნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2022
გამოწერა
ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა მაყურებლის კითხვებს სოციალურ ქსელში უპასუხა, მათ შორის ერთ-ერთი კითხვა იყო მის მიზანდასახულობაზე.
ნანუკა ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2022
ყვითელი ამბები
„სპონსორების ნაწილი გვყავს...“ - ნანუკა ჟორჟოლიანს გადაცემა სახლიდან მიჰყავს

„რაც შეეხება მიზანდასახულობას, ერთი ფიქრი ვიფიქრე, ხომ არ ავიღო ერთწლიანი ტაიმ-აუტი და დავისვენო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამის დრო არ არის. ამის დრო არ არის იმიტომ, რომ მიშა და ნიკა ციხეში არიან. სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება, ტაიმ-აუტებზე უარს ვამბობ. ეს ხელისუფლება რომ შეიცვლება და ყველაფერი კარგად რომ იქნება, მერე ავიღებ ტაიმ-აუტს და დავისვენებ”, – თქვა ნანუკამ, რომელმაც თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ჯანმრთელობის კუთხით კარგადაა, კორონავირუსი გადაიტანა და ახლა პოსტკოვიდურ სიმპტომებს აკვირდება.

„ყველას ვეკითხები. სხვათა შორის, ეს ძალიან ცუდია, არავის ჰკითხოთ, ვინც რა მითხრა ეს მჭირდაო, მე მგონი ერთ დღეს ყველაფერი დამემართა ფსიქოლოგიური განწყობით. ამიტომ გირჩევთ, არავის ჰკითხოთ, პოსტკოვიდი როგორი იყო, მერე ჩვენი ფსიქიკა ისე გვაპროგრამებს, ყველაფერი გვემართება. მგონია, ერთადერთი თმის ცვენა დამეწყო არაბუნებრივი, მაგრამ სხვა ყველაფერთან შედარებით ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა”, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ყველა ახალი ამბავი
0