Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სპონსორების ნაწილი გვყავს...“ - ნანუკა ჟორჟოლიანს გადაცემა სახლიდან მიჰყავს

© courtesy of Nanuka Zhorzholianiნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2022
გამოწერა
ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ არ იხურება და ეთერში კვლავ გადის. წამყვანმა სტუდია, არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარ სახლში მოაწყო. ჟორჟოლიანი ერთგულ მაყურებელს კვლავ ყოველ ოთხშაბათს ეპატიჟება, ამჯერად – შინ.
ნანუკა ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2022
ყვითელი ამბები
როგორ ინარჩუნებს ნანუკა ჟორჟოლიანი წონას და რას მიირთმევს დღის განმავლობაში

„10-ჯერ და 12-ჯერ თავიდან დაწყებული ცხოვრება ხშირად დამღლელია, მაგრამ ძალიან საინტერესო. ყველა გამოწვევის შემდეგ იწყება ახალი და საინტერესო ეტაპი, ყოველ შემთხვევაში, ჩემ შემთხვევაში ასეა. მე ვარ დარწმუნებული, ჩემს ცხოვრებაში იწყება ახალი და უფრო საინტერესო ეტაპი. რაც უფრო წლები გადის და ასაკი მემატება, ვრწმუნდები, რომ რაც არ გვკლავს, სინამდვილეში მართლა გვაძლიერებს“, – ამბობს ტელეწამყვანი.

მისი თქმით, გადაცემას სპონსორების ნაწილი ჰყავს, ნაწილის მოძებნას განაგრძობენ.

„ეს გადაცემა სხვა ფორმატში, სხვა კუთხით გააგრძელებს არსებობას, ფორმატზე ვფიქრობთ. ეს გამოწვევა ჩემთვის იქნება ძალიან კარგი მიზეზი – ვიყო უფრო ძლიერი, ვიდრე ვიყავი აქამდე და უფრო დამოუკიდებელი, ვიდრე ვიყავი აქამდე, ფინანსურ ნაწილს ვგულისხმობ. მე მგონია, რომ ჩვენ გადავრჩებით, ჩვენ ვიარსებებთ, განსაკუთრებით ახლა, საქართველოს ისტორიის ამ ეპიზოდში, როცა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი არსებობა. ჩვენ მაუწყებლობას არ შევწყვეტთ, ამისთვის ვიბრძვით და ვაკეთებთ ყველაფერს”, – მიმართა მაყურებელს ჟორჟოლიანმა.

ყველა ახალი ამბავი
0