მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გერმანია რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტს შეწყვეტს - დასახელდა ზუსტი თარიღები

© AP Photo / Matthew Brown
   - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2022
გამოწერა
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. გერმანია რუსული ნახშირის შესყიდვებს 1 აგვისტოდან შეწყვეტს, ხოლო რუსული ნავთობისას — 31 დეკემბერს, განაცხადა გერმანიის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ იორგ კუკისმა სიდნეიში გამართულ კონფერენციაზე.

„ნებისმიერმა, ვინც იცის მილსადენ „დრუჟბის“ ისტორია, რომელიც უკვე იყო საბჭოთა იმპერიის ინსტრუმენტი აღმოსავლეთ ევროპაში, იცის, რომ ამ დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა ტრივიალური საქმე არ არის, ჩვენ ამას რამდენიმე თვეში მივაღწევთ“, — განაცხადა კუკისმა.

მისი თქმით, მანამდე რუსეთიდან გერმანია 40% ნახშირსა და 40% ნავთობს იღებდა. შესაბამისად, გერმანია ეძებს ალტერნატიულ გზებს, რომლებიც რუსულ მიწოდებებს ჩაანაცვლებს. ასეთი ალტერნატივა შეიძლება იყოს შეერთებული შტატები და კატარი. ამასთან გერმანია თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალებსაც აშენებს.
რუსეთიდან ნახშირის იმპორტის აკრძალვა ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტში შევიდა, ნავთობის ნაწილობრივი ემბარგო კი — მეექვსე პაკეტში. Bloomberg-ის ცნობით, წლის დასაწყისიდან რუსეთის ნავთობშემოსავალი 50%-ით გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით G7-ის ქვეყნების ლიდერები რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასების დაწესებაზე მსჯელობენ. ეს შესაძლოა იყოს ბარელზე 40-60 დოლარი, ნაცვლად 80-85 დოლარისა, რა ფასადაც დღეს იყიდება რუსული ნავთობი.
ყველა ახალი ამბავი
0