მიწისძვრები და შენობები: რომელ ნაგებობებშია ცხოვრება უფრო უსაფრთხო

CC BY-SA 2.0 / Ken Lund / Seismographsსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2022
გამოწერა
ექსპერტმა ისაუბრა იმაზე, თუ რომელი შენობებია უფრო უსაფრთხო ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაში.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოში ახალი შენობები, რომლებიც ყველა ნორმის გათვალისწინებით აშენდა, უფრო სეისმომედეგია, ვიდრე ძველი შენობები, განაცხადა ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.
ამგვარად უარყო მან ხალხში გავრცელებული მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ძველი შენობები უფრო მყარია. ეს მითი, ჯავახიშვილის თქმით, დაანგრია 1988 წელს სპიტაკში მომხდარმა მიწისძვრამ. მიწისქვეშა ბიძგებმა პრაქტიკულად ნახევარ წუთში დაანგრია სპიტაკი.
და ეს მაშინ, როდესაც გასული საუკუნის 60-იანი წლების შემდეგ მშენებლობის დროს ძლიერი მიწისძვრების ალბათობას ითვალისწინებდნენ.

„ახლა ტექნოლოგიები იმდენად არის განვითარებული, რომ მშენებლობის ხარისხის დაცვის შემთხვევაში თანამედროვე შენობები უფრო სეისმომედეგია, ვიდრე 70-80-იან წლებში აშენებული. თუმცა, მშენებლობის კონტროლი ჩვენს კომპეტენციაში არ შედის, ამიტომ ზუსტად იმის თქმა, რომელი შენობა გაუძლებს ძლიერ მიწისძვრას და რომელი - ვერა, არ შემიძლია", – განაცხადა ჯავახიშვილმა.

ფაქტია, რომ სამშენებლო სამუშაოების დროს მეტი ყურადღებაა საჭირო უსაფრთხოების საკითხებზე, აღნიშნა ექსპერტმა.
"2002 წელს მომხდარმა მიწისძვრამ გვაჩვენა, რომ ამ მიმართულებით თბილისში ყველაფერი წესრიგში არაა და მშენებლობას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს", – განაცხადა ჯავახიშვილმა.
საქართველოს დედაქალაქში 2002 წლის აპრილში 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ძლიერი ბიძგები, შედეგები საგრძნობი აღმოჩნდა. ავარიული გახდა ასობით სახლი, დაიღუპა რამდენიმე ადამიანი.
კიდევ ერთი პრობლემაა ბინებში უპასუხისმგებლო სარემონტო სამუშაოები, კერძოდ, მზიდი კედლების მოშლა, მიშენებები და ა.შ.
ამის მაგალითად მან ბათუმში 2021 წლის 8 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედია მოიყვანა, როდესაც ჩამოინგრა ხუთსართულიანი სახლის ნაწილი, რომელსაც ორი სართული ჰქონდა დაშენებული. ნანგრევებში 11 ადამიანი მოყვა. აქედან მხოლოდ ორი გადარჩა. დაღუპულთა შორის სამი ბავშვი იყო.
ჯავახიშვილმა საზოგადოებას რჩევაც მისცა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს: არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შენობის დატოვება, ფანჯრებთან ახლოს დგომა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, რომელ სართულზე იმყოფება ადამიანი.
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2022
გამეორდება თუ არა მიწისძვრა - სეისმოლოგის განმარტება
საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. დღეს, დილით სეისმოლოგებმა რამდენიმე საათში ექვსჯერ დააფიქსირეს 3 მაგნიტუდაზე მაღალი მიწისძვრა. ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო. ყველაზე ძლიერი ბიძგები – 4,8 მაგნიტუდის 07:36 საათზე დაფიქსირდა.
საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი – 7-ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.
ყველა ახალი ამბავი
0