https://sputnik-georgia.com/20220711/miwiszvrebis-saqartvelosi-seismologi-268407431.html
გამეორდება თუ არა მიწისძვრა - სეისმოლოგის განმარტება
გამეორდება თუ არა მიწისძვრა - სეისმოლოგის განმარტება
Sputnik საქართველო
საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში მიწისძვრა რამდენჯერმე დაფიქსირდა. 11.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-11T18:16+0400
2022-07-11T18:16+0400
2022-07-11T21:38+0400
მიწისძვრები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0d/250882383_0:111:2000:1236_1920x0_80_0_0_b87a9d5f180985eb909783da648f2e82.jpg
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს 50 მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგების ვარაუდით, მიწისქვეშა ბიძგები შესაძლოა კიდევ განმეორდეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემთა ბაზებისა და დამუშავების დეპარტამენტის უფროსი მანანა ძმანაშვილი ამბობს, რომ რეგიონში არსებული სეისმური აქტივობა შეშფოთების საგანს არ წარმოადგენს.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს დაფიქსირებული 50 მიწისძვრიდან სამ მაგნიტუდაზე მეტი სიმძლავრის ბიძგები ექვსჯერ განმეორდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ტერიტორიაზე 10 ათასი მიწისძვრაა აღრიცხული, აქედან მოსახლეობისთვის საგრძნობი იყო 100.სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ დღის განმავლობაში მიწისქვეშა ბიძგები კიდევ განმეორდეს.საქართველოს მთავარი სეისმოლოგი ქვეყანაში გახშირებულ მიწისძვრებზე>>საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი – 7-ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0d/250882383_102:0:1899:1348_1920x0_80_0_0_94a7a306597a7455419b8bd87629c104.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიწისძვრები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
მიწისძვრები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
გამეორდება თუ არა მიწისძვრა - სეისმოლოგის განმარტება
18:16 11.07.2022 (განახლებულია: 21:38 11.07.2022) საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში მიწისძვრა რამდენჯერმე დაფიქსირდა.
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს 50 მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგების ვარაუდით, მიწისქვეშა ბიძგები შესაძლოა კიდევ განმეორდეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემთა ბაზებისა და დამუშავების დეპარტამენტის უფროსი მანანა ძმანაშვილი ამბობს, რომ რეგიონში არსებული სეისმური აქტივობა შეშფოთების საგანს არ წარმოადგენს.
„შარშანდელი ზაფხულიდან უფრო მეტი აქტივობა ფიქსირდება, თუმცა შეშფოთების საფუძველი მაინც არ გვაქვს, რადგან ამის გამომწვევი მიზეზები არის ის ტექტონიკური რეალობა, სადაც საქართველოს უწევს არსებობა. ეს არის ევრაზიისა და არაბეთის ფილების შეჯახების ადგილი. როგორც დაკვირვება გვიჩვენებს, აქ საშუალო რანგის მიწისძვრებია", – განაცხადა მანანა ძმანაშვილმა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს დაფიქსირებული 50 მიწისძვრიდან სამ მაგნიტუდაზე მეტი სიმძლავრის ბიძგები ექვსჯერ განმეორდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ტერიტორიაზე 10 ათასი მიწისძვრაა აღრიცხული, აქედან მოსახლეობისთვის საგრძნობი იყო 100.
სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ დღის განმავლობაში მიწისქვეშა ბიძგები კიდევ განმეორდეს.
საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი – 7-ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.