https://sputnik-georgia.com/20220712/gamarjveba-tu-mtkicebuleba-politikosebma-raribasvilis-werili-seafases-268464434.html
გამარჯვება თუ მტკიცებულება: პოლიტიკოსებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილი შეაფასეს
გამარჯვება თუ მტკიცებულება: პოლიტიკოსებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილი შეაფასეს
Sputnik საქართველო
მმართველ პარტიას სრულიად აკმაყოფილებს ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის უარყოფა
2022-07-12T23:51+0400
2022-07-12T23:51+0400
2022-07-12T23:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ბიძინა ივანიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262675241_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_34c2345fb7b50d9eaf6a708239a2200b.jpg
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილთან დაკავშირებით ქართველი პოლიტიკოსების აზრი ორად გაიყო: მმართველ პარტიაში მას უწოდეს გამარჯვება საინფორმაციო ომში, ოპოზიციამ კი მასში ოლიგარქიული მმართველობის დადასტურება დაინახა.ირაკლი ღარიბაშვილმა სამშაბათს გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, სადაც პუნქტების მიხედვით უარყო მტკიცება, თითქოს ქვეყანას მმართველი პარტიის დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მართავს, მაგრამ ამავდროულად, მისი პოლიტიკაში დაბრუნების იმედი გამოთქვა და აღნიშნა, რომ მჭიდრო ურთიერთობა აქვს მილიარდერის ოჯახთან.მმართველ პარტიას სრულიად აკმაყოფილებს ეს ახსნა-განმარტება, რომ ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში არ მონაწილეობს.მისი თქმით, საზოგადოება ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რომ დგას იქ, სადაც აროს „სიმართლე, სიკეთე, საკუთარ სამშობლოზე ზრუნვა“.მმართველი პარტიის სხვა ლიდერი, რატი იონათამიშვილი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია ვერასდროს ვერ წარადგენს ფაქტებს, რომლებიც ივანიშვილის პოლიტიკაში მონაწილეობას დაამტკიცებდა.„რა თქმა უნდა, მაინც ამბობენ (კამპანიურად), რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და ერევა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ მტკიცებულება - ნული! სანამ „ქართული ოცნება“ იქნება, სულ ასე იტყვიან“, - განაცხადა იონათამიშვილმა.დეოლიგარქიზაცია და ივანიშვილი: პრემიერმა მტკივნეულ თემაზე ისაუბრა >>ოპოზიციურმა პარტიებმა კი ოლიგარქიული მმართველობისა და ივანიშვილის პოლიტიკაში მონაწილეობის მტკიცებულებები თავად ღარიბაშვილის წერილში დაინახეს.პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კი წერილში ამოიკითხა პრემიერის დარდი თავისსავე ბედზე.„რას უნდა მიანიშნებდეს ეს წერილი - ორი ალტერნატივაა: ერთი, ის ცდილობს დასავლეთის თვალში ივანიშვილს გაემიჯნოს, რომ სანქციები, რომელიც იქნება ივანიშვილთან მიმართებით, არ შეეხოს პერსონალურად მას ან მეორე ვარიანტი - ბიძინა ივანიშვილს ეხვეწება, ცოტა ხანი კიდევ დამტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზეო, რადგან შეიძლება მალე ვიხილოთ ის ამ თანამდებობის გარეშე“, - განაცხადა ვაშაძემ.დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია იმ 12 პირობიდან, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წამოუყენეს. ეს სტატუსი მანამდე უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს, ხოლო საქართველოს ჯერჯერობით საკუთარ თავზე მუშაობა დაავალეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262675241_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_73e91267668b8fdc12b8cb72a9e622b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გამარჯვება მტკიცებულება უატყოფა პოლიტიკოსები საქართველო პრემიერ-მინისტრი წერილი შეფასება
გამარჯვება მტკიცებულება უატყოფა პოლიტიკოსები საქართველო პრემიერ-მინისტრი წერილი შეფასება
გამარჯვება თუ მტკიცებულება: პოლიტიკოსებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილი შეაფასეს
23:51 12.07.2022 (განახლებულია: 23:54 12.07.2022) მმართველ პარტიას სრულიად აკმაყოფილებს ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის უარყოფა
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილთან დაკავშირებით ქართველი პოლიტიკოსების აზრი ორად გაიყო: მმართველ პარტიაში მას უწოდეს გამარჯვება საინფორმაციო ომში, ოპოზიციამ კი მასში ოლიგარქიული მმართველობის დადასტურება დაინახა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სამშაბათს გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, სადაც პუნქტების მიხედვით უარყო მტკიცება, თითქოს ქვეყანას მმართველი პარტიის დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მართავს, მაგრამ ამავდროულად, მისი პოლიტიკაში დაბრუნების იმედი გამოთქვა და აღნიშნა, რომ მჭიდრო ურთიერთობა აქვს მილიარდერის ოჯახთან.
მმართველ პარტიას სრულიად აკმაყოფილებს ეს ახსნა-განმარტება, რომ ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში არ მონაწილეობს.
„უპრეცედენტო საინფორმაციო ომში, რომელიც ცალკე ივანიშვილის და ცალკე საქართველოს წინააღმდეგ მომდინარეობს, სიმართლის გამარჯვებას უდიდესი პრინციპული მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, საზოგადოება ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რომ დგას იქ, სადაც აროს „სიმართლე, სიკეთე, საკუთარ სამშობლოზე ზრუნვა“.
მმართველი პარტიის სხვა ლიდერი, რატი იონათამიშვილი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია ვერასდროს ვერ წარადგენს ფაქტებს, რომლებიც ივანიშვილის პოლიტიკაში მონაწილეობას დაამტკიცებდა.
„რა თქმა უნდა, მაინც ამბობენ (კამპანიურად), რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და ერევა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ მტკიცებულება - ნული! სანამ „ქართული ოცნება“ იქნება, სულ ასე იტყვიან“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
ოპოზიციურმა პარტიებმა კი ოლიგარქიული მმართველობისა და ივანიშვილის პოლიტიკაში მონაწილეობის მტკიცებულებები თავად ღარიბაშვილის წერილში დაინახეს.
„ღარიბაშვილის წერილი პირდაპირი დასაბუთება და დადასტურებაა იმისა, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქიული მმართველობა. ჩემმა ახალგაზრდა კოლეგამ დათვალა, პრემიერ-მინისტრის წერილში 38-ჯერ არის ნახსენები ბიძინა ივანიშვილი. ეს სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ ამ პრობლემის გადაჭრის, დეოლიგარქიზაციის გარეშე ჩვენს ქვეყანას არანაირი პერსპექტივა არ აქვს“, - განაცხადა პარტია „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კი წერილში ამოიკითხა პრემიერის დარდი თავისსავე ბედზე.
„რას უნდა მიანიშნებდეს ეს წერილი - ორი ალტერნატივაა: ერთი, ის ცდილობს დასავლეთის თვალში ივანიშვილს გაემიჯნოს, რომ სანქციები, რომელიც იქნება ივანიშვილთან მიმართებით, არ შეეხოს პერსონალურად მას ან მეორე ვარიანტი - ბიძინა ივანიშვილს ეხვეწება, ცოტა ხანი კიდევ დამტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზეო, რადგან შეიძლება მალე ვიხილოთ ის ამ თანამდებობის გარეშე“, - განაცხადა ვაშაძემ.
დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია იმ 12 პირობიდან, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წამოუყენეს. ეს სტატუსი მანამდე უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს, ხოლო საქართველოს ჯერჯერობით საკუთარ თავზე მუშაობა დაავალეს.