Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გაბუნია: პოლიკლინიკები კოვიდ-ინფიცირებულთა გაზრდილი ნაკადის მისაღებად მზადაა

© Pixabay / ckstockphotoკლინიკის ადმინისტრატორი
კლინიკის ადმინისტრატორი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2022
გამოწერა
ეპიდემიოლოგების აზრით, ქვეყანა ვირუსის გავრცელების მორიგ ფაზაში ოქტომბერში შევა.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოში პოლიკლინიკები მობილიზებულია იმისთვის, რათა კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილ რაოდენობას გაუმკლავდნენ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან.
საქართველო კორონავირუსის მორიგი, მეშვიდე ტალღისთვის ემზადება. შემთხვევების რაოდენობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჯერ კიდევ ივნისში კვირაში ფიქსირდებოდა 500-600 ახალი შემთხვევა, ხოლო გასულ კვირაში 2.750 შემთხვევა გამოვლინდა.

„ბოლო დროს კორონავირუსის შემთხვევებმა ნამდვილად მოიმატა. თუმცა სიტუაცია სრულად მართვადია – პირველადი ჯანდაცვის ქსელი მობილიზებულია, თუ საჭირო იქნება, ჰოსპიტლები პაციენტებს მიიღებენ“, – განაცხადა გაბუნიამ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიუხედავად კორონავირუსის შემთხვევების მატებისა, პაციენტების დიდი ნაწილი ამბულატორიულად მკურნალობს. მისი თქმით, შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ ოჯახის ექიმებმა პაციენტები სახლის პირობებში მართონ.
საქართველოში ხელმისაწვდომია მედიკამენტი „პაქსლოვიდი“, რომელიც გამოიყენება ინფიცირების პირველი ხუთი დღის განმავლობაში.
„იგი (მედიკამენტი) კარგად მოქმედებს იმ კუთხით, რომ ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და არასასურველი გამოსავლის რისკს“, – განაცხადა გაბუნიამ.
სპეციალისტები ინფიცირების შემთხვევების მატებას უკავშირებენ „ომიკრონის“ შტამის ახალი ქვეტიპების – В.А.4 და В.А.5-ის გამოჩენას. მათი ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულ ყოველ მეორე ადამიანს ინფექციის სწორედ ეს ქვეტიპები აღენიშნება. მანამდე საქართველოში ძირითადად ცირკულირებდა „ომიკრონის“ ქვეტიპი B.A.2.
დაწესდება თუ არა ახალი კოვიდ-შეზღუდვები საქართველოში: მინისტრის განმარტება>>>
ეპიდემიოლოგების აზრით, ქვეყანა ვირუსის გავრცელების მორიგ ფაზაში ოქტომბერში შევა.
სპეციალისტები საზოგადოებას სიფრთხილისკენ, ვაქცინაციის ჩატარებისკენ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის აქტიურად გამოყენებისკენ და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებენ.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში დაფიქსირებულია ინფიცირების 1.662.299 შემთხვევა. ვირუსი დაამარცხა 1.643.579-მა პირმა, გარდაიცვალა 16.844. ამ დროისათვის ქვეყანაში 2.550 აქტიური შემთხვევაა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა, ხოლო ახალი, „ომიკრონის" შტამის პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 2021 წლის 20 დეკემბერს დადასტურდა. მანამდე ქვეყანაში კორონავირუსის ჩინური, ბრიტანული, ინდური შტამები ცირკულირებდა.
„ომიკრონის“ ახალი ქვეტიპი
В.А.5 – აღნიშნული ქვეტიპით შეიძლება დაინფიცირდნენ როგორც ვაქცინირებული, ისე კოვიდ-გადატანილი პირები.
სპეციალისტების განცხადებით, ინფექციის სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვების არარსებობა, მათ შორის ნიღბის ტარების რეჟიმის გაუქმება.
როგორც ცნობილია, დღეისათვის ძალაშია მხოლოდ ზოგადი რეკომენდაციები – სოციალური დისტანციის დაცვა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
В.A.5 პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა. ინფექციამ გავრცელება სწრაფად დაიწყო, მაგრამ ის უფრო ხანმოკლე აღმოჩნდა, ვიდრე მისი წინამორბედი.
საქმე ისაა, რომ ანტისხეულებს, რომლებიც ორგანიზმში ინფექციის განეიტრალებაზე აგებენ პასუხს, არ შეუძლიათ კორონავირუსის ამ ქვეტიპის ამოცნობა და, შესაბამისად, ადამიანი ადვილად ინფიცირდება. მაგრამ დაავადების მიმდინარეობა უფრო მსუბუქია, ვიდრე „დელტას“ შტამის შემთხვევაში იყო.
ყველა ახალი ამბავი
0