https://sputnik-georgia.com/20220711/dawesdeba-tu-ara-axali-kovid-sezrudvebi-ministris-ganmarteba-268426811.html
დაწესდება თუ არა ახალი კოვიდ-შეზღუდვები საქართველოში: მინისტრის განმარტება
დაწესდება თუ არა ახალი კოვიდ-შეზღუდვები საქართველოში: მინისტრის განმარტება
Sputnik საქართველო
მინისტრმა მოუწოდა მოსახლეობას არ აჰყვეს პანიკას, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის დროს და დაავადების სხვა სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში.
2022-07-11T20:39+0400
2022-07-11T20:39+0400
2023-08-17T18:17+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/259991983_0:280:2781:1844_1920x0_80_0_0_0814f0afd1a1948529c6c5e104263f87.jpg
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საქართველოში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, ამიტომ კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო შეზღუდვებთან დაბრუნების საფუძველი არ არსებობს, განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.ქვეყანა კორონავირუსის მორიგი, მეშვიდე ტალღისთვის ემზადება. შემთხვევების რაოდენობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჯერ კიდევ ივნისში კვირაში 500-600 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ხოლო გასულ კვირაში 2.750 შემთხვევა გამოვლინდა.მინისტრმა მოუწოდა მოსახლეობას, არ აჰყვეს პანიკას, განსაკუთრებით, მაღალი ტემპერატურის დროს და დაავადების სხვა სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში.მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა მზად არის, საჭიროების შემთხვევაში უმკურნალოს პაციენტებს კლინიკებში.სპეციალისტები ინფიცირების შემთხვევების მატებას უკავშირებენ „ომიკრონის“ შტამის ახალი ქვეტიპების გამოჩენას – В.А.4 და В.А.5. სპეციალისტების ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულ ყოველ მეორე ადამიანს ინფექციის სწორედ ეს ქვეტიპები აღენიშნება.ეპიდემიოლოგების აზრით, ქვეყანა ვირუსის გავრცელების მორიგ ფაზაში ოქტომბერში შევა.კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში დაფიქსირებულია ინფიცირების 1.662.299 შემთხვევა. ვირუსი დაამარცხა 1.643.579-მა პირმა, გარდაიცვალა 16.844. ამ დროისათვის ქვეყანაში 2.550 აქტიური შემთხვევაა.საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა, ხოლო ახალი, „ომიკრონის" შტამის პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 2021 წლის 20 დეკემბერს დადასტურდა. მანამდე ქვეყანაში კორონავირუსის ჩინური, ბრიტანული, ინდური შტამები ცირკულირებდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/259991983_213:244:2619:2048_1920x0_80_0_0_0c36e0c20428b376f4224b067c7a1b92.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კოვიდ-შეზღუდვები საქართველო მინისტრი ზურაბ აზარაშვილი განმარტება
კოვიდ-შეზღუდვები საქართველო მინისტრი ზურაბ აზარაშვილი განმარტება
დაწესდება თუ არა ახალი კოვიდ-შეზღუდვები საქართველოში: მინისტრის განმარტება
20:39 11.07.2022 (განახლებულია: 18:17 17.08.2023) მინისტრმა მოუწოდა მოსახლეობას, არ აჰყვეს პანიკას, განსაკუთრებით, მაღალი ტემპერატურის დროს და დაავადების სხვა სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საქართველოში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, ამიტომ კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო შეზღუდვებთან დაბრუნების საფუძველი არ არსებობს, განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
ქვეყანა კორონავირუსის მორიგი, მეშვიდე ტალღისთვის ემზადება. შემთხვევების რაოდენობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჯერ კიდევ ივნისში კვირაში 500-600 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ხოლო გასულ კვირაში 2.750 შემთხვევა გამოვლინდა.
„შეზღუდვების და ჩაკეტვების საფუძველი არ არის და დარწმუნებული ვარ, რომ არც იქნება“, – აღნიშნა აზარაშვილმა.
მინისტრმა მოუწოდა მოსახლეობას, არ აჰყვეს პანიკას, განსაკუთრებით, მაღალი ტემპერატურის დროს და დაავადების სხვა სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში.
„საკმაოდ მშვიდი სიტუაცია გვაქვს. ინფიცირების შემთხვევები არის, თუმცა სრულად მართვადია, მინიმალურ ზღვარზეა. რამდენიმე ქვეყანაში შედარებით მეტია, თუმცა ჩვენს შემთხვევაში მკვეთრი ზრდა არ არის“, – განაცხადა აზარაშვილმა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა მზად არის, საჭიროების შემთხვევაში უმკურნალოს პაციენტებს კლინიკებში.
სპეციალისტები ინფიცირების შემთხვევების მატებას უკავშირებენ „ომიკრონის“ შტამის ახალი ქვეტიპების გამოჩენას – В.А.4 და В.А.5. სპეციალისტების ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულ ყოველ მეორე ადამიანს ინფექციის სწორედ ეს ქვეტიპები აღენიშნება.
ეპიდემიოლოგების აზრით, ქვეყანა ვირუსის გავრცელების მორიგ ფაზაში ოქტომბერში შევა.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში დაფიქსირებულია ინფიცირების 1.662.299 შემთხვევა. ვირუსი დაამარცხა 1.643.579-მა პირმა, გარდაიცვალა 16.844. ამ დროისათვის ქვეყანაში 2.550 აქტიური შემთხვევაა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა, ხოლო ახალი, „ომიკრონის" შტამის პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 2021 წლის 20 დეკემბერს დადასტურდა. მანამდე ქვეყანაში კორონავირუსის ჩინური, ბრიტანული, ინდური შტამები ცირკულირებდა.