ფოთში აქციის მონაწილეები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

© photo: Sputnikნავთობმზიდი ტანკერი ფოთის პორტში
ნავთობმზიდი ტანკერი ფოთის პორტში - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2022
გამოწერა
მომიტინგეების თქმით, პორტის ტერიტორიაზე, მათი სახლების სიახლოვეს, პირდაპირ ღია ცის ქვეშ სახიფათო ნივთიერებების დამუშავება ხდება უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევით.
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. ფოთში ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები, რომლებიც ფულადი კომპენსაციის მოთხოვნით უკვე მეორე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა პორტისკენ მისასვლელი გზა გადაკეტეს და განაცხადეს, რომ გზას გახსნიან მხოლოდ მთავრობის მეთაურთან შეხვედრის შემთხვევაში.
მათი თქმით, პორტის ტერიტორიაზე, მათი სახლების სიახლოვეს, ღია ცის ქვეშ სახიფათო ნივთიერებების დამუშავება ხდება უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევით.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ფულად კომპენსაციას ითხოვენ – მათ მიღებული თანხით ალტერნატიული საცხოვრებელი ფართების არჩევა სურთ.
პრობლემის გადასაჭრელად ადგილობრივი ხელისუფლება ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს მათთვის საცხოვრებელი კორპუსების აშენებას დაჰპირდა. მათ უკვე მოამზადეს პროექტი და შეარჩიეს ადგილი სამშენებლო სამუშაოებისთვის. თუმცა ადგილობრივები ამ პირობებს არ თანხმდებიან.

„საცხოვრებელი კორპუსის აშენება ძალაში რჩება, მაგრამ ამ ადამიანებს დღეს ეს არ აკმაყოფილებთ, მათ აქვთ სურვილი, რომ თანხობრივად აუნაზღაურდეთ მათი ბინების საფასური, რაც ჩვენს ძალებს აღემატება“, – განაცხადა სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორმა გიორგი გეგუჩიამ.

მისი თქმით, ხელისუფლებას ესმის მომიტინგეების პრობლემები, მაგრამ ქმედება, რომელსაც ისინი მიმართავენ, არის კანონის დარღვევა.
მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
ყველა ახალი ამბავი
0