https://sputnik-georgia.com/20220712/dris-astroprognpozi-zodiaqos-nisnebistvis-12-ivlisi-268395632.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 ივლისი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 ივლისი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 12.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-12T00:15+0400
2022-07-12T00:15+0400
2022-07-12T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23558/17/235581713_0:164:5265:3125_1920x0_80_0_0_f414967d6afebbfd5ea6f594b470ef6a.jpg
დღეს 2022 წლის 12 ივლისია, სამშაბათი. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ ცხოვრებაში რაღაც სიახლე შეიტანოთ, შეეჭიდოთ იმას, რისთვისაც აქამდე გამბედაობა არ გყოფნიდათ. პირად ურთიერთობებში ინიციატივა გამოიჩინეთ - გექნებათ შანსი, რომ ბევრი რამ შეცვალოთ უკეთესობისკენ.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 ივლისი>>ვერძი: დროს უქმად ნუ დაკარგავთ. ბევრი საქმე გექნებათ და ყველაფერს მოასწრებთ, თუ წვრილმანებზე არ „ჩაიციკლებით". ემოციური ფონი დაძაბული იქნება, განწყობა, შესაძლოა, ხშირად და უმიზეზოდ შეგეცვალოთ. დაფიქრდით, რა გაგახარებთ. ნამდვილად არ გაწყენთ ახალი შთაბეჭდილებები.კურო: კარგი დღეა საქმეებზე და გეგმებზე საუბრისთვის. შეძლებთ თქვენი იდეებით ადამიანების დაინტერესებას და მოკავშირეების შემოკრებას. სახლში მცირე გაუგებრობებია მოსალოდნელი. არაა გამორიცხული, რომ ამან ცოტა ხნით დაგაბრკოლოთ, მაგრამ მალე შეძლებთ კალაპოტში ჩადგომას.ტყუპი: ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. რასაც ამბობთ და აკეთებთ, საინტერესო იქნება ირგვლივ მყოფებისთვის. არ გაანდოთ სხვებს ინფორმაცია, თუ მის სიზუსტეში არ ხართ დარწმუნებული. ხელსაყრელი დღეა ისეთი საქმეებისთვის, სადაც შემოქმედებითი დამოკიდებულებაა საჭირო.კირჩხიბი: კარგი დღეა იმისთვის, რომ რაღაც შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში. დაიწყეთ მცირედით, თავს ბევრად მშვიდად იგრძნობთ, როდესაც პირველ წარმატებებს მიაღწევთ. მოსალოდნელია თანხის მიღება. კარგად დაფიქრდით, სანამ სერიოზულ ფინანსურ ვალდებულებას შეეჭიდებით.ლომი: დღე სირთულეებს მოკლებული არ იქნება, მაგრამ არ გელოდებათ დაბრკოლებები, რომლებსაც ვერ გადალახავთ. თქვენი წარმატებები ყურადღებას მიიქცევს. კარგი დღეა არაფორმალურ გარემოში შეხვედრებისთვის. არაა გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.ქალწული: ეცადეთ, მშვიდად იყოთ, თუმცა ეს ადვილი არ იქნება. შესაძლოა, უმნიშვნელო წვრილმანებს დიდი დრო დაუთმოთ და ამის გამო რაღაც მნიშვნელოვანი გამოგრჩეთ. ბევრ პრობლემას აიცილებთ თავიდან, თუ გამოცდილი ადამიანების რჩევებს მოუსმენთ. ახლობლებთან სასიამოვნო ურთიერთობები გელოდებათ.სასწორი: სასიამოვნო, მსუბუქი და ნაყოფიერი დღე გელოდებათ. წარმატებას მიაღწევს ის, ვინც ფინანსურ საკითხებს აგვარებს. შესაძლებელია თანხის მიღება. ჩვეულ საქმეებს ახლებურად მიუდგებით და ეს საუკეთესო შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ. გელოდებათ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება.მორიელი. დღეს ძალზე გულწრფელი ხართ და ეს გარშემომყოფებს ძალიან მოეწონებათ. ამის წყალობით გადაიჭრება საკითხები, რომელთა გამო ბევრი კამათი იყო, წარსულს ჩაბარდება გაუგებრობები, უთანხმოებები. ბევრ საქმეს უფრო მარტივად გაუმკლავდებით, თუ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გექნებათ.მშვილდოსანი: ყურადღებით მოუსმინეთ მათ, ვინც ადრეც მოგცათ კარგი რჩევები. საქმიანი ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვლება, თუ პროვოკაციებს არ აჰყვებით და ცივ გონებას შეინარჩუნებთ. ფრთხილად იყავით ფინანსურ საკითხებში. არ იჩქაროთ საყიდლებზე წასვლა და გარიგებების დადება.თხის რქა: იღბლიანი დღეა ფინანსების თვალსაზრისით. მოსალოდნელია თანხის მიღება, მომგებიანი გარიგებების დადება. არაა გამორიცხული საინტერესო წინადადება სამუშაოსთან დაკავშირებით. პოზიტიური ტენდენციები შესამჩნევი იქნება სხვა სფეროებშიც. კარგად ჩაივლის მგზავრობა, ადამიანებთან ურთიერთობები.მერწყული: საკმაოდ დამღლელი დღე იქნება. შესაძლოა, სრულიად ახალ საქმეებზე მოგიწიოთ მუშაობა. ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით. ნუ მოსთხოვთ შეუძლებელს ნურც საკუთარ თავს და ნურც სხვებს. სხვისი სისუსტეების მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება უსიამოვნო მომენტებს აგარიდებთ თავიდან.თევზები: ადვილად მიხვდებით, რა უდევთ გულში ადამიანებს. ეს დაგეხმარებათ საქმიანი მოლაპარაკებების დროს. სიფრთხილეა საჭირო ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში. არ იჩქაროთ გარიგებების დადება, რამის ყიდვა. ძალზე კარგი დღეა რომანტიკული ურთიერთობებისთვის - ის დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
https://sputnik-georgia.com/20190920/zodiaqos-sami-principuli-niSani-isini-yofilebTan-megobrobaze-uars-amboben-246537036.html
https://sputnik-georgia.com/20190222/rogor-reagirebs-zodiaqos-niSani-Seuracxyofaze-244458375.html
https://sputnik-georgia.com/20180612/yvelaze-komunikabeluri-adamianebi-zodiaqos-niSnis-mixedviT-240831597.html
https://sputnik-georgia.com/20190416/idealuri-qveyana-zodiaqos-TiToeuli-niSnisTvis-244952448.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23558/17/235581713_438:0:4825:3290_1920x0_80_0_0_b05a4be1329433328840c7cc161c041e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 ივლისი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 12 ივლისია, სამშაბათი. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ ცხოვრებაში რაღაც სიახლე შეიტანოთ, შეეჭიდოთ იმას, რისთვისაც აქამდე გამბედაობა არ გყოფნიდათ. პირად ურთიერთობებში ინიციატივა გამოიჩინეთ - გექნებათ შანსი, რომ ბევრი რამ შეცვალოთ უკეთესობისკენ.
ვერძი: დროს უქმად ნუ დაკარგავთ. ბევრი საქმე გექნებათ და ყველაფერს მოასწრებთ, თუ წვრილმანებზე არ „ჩაიციკლებით". ემოციური ფონი დაძაბული იქნება, განწყობა, შესაძლოა, ხშირად და უმიზეზოდ შეგეცვალოთ. დაფიქრდით, რა გაგახარებთ. ნამდვილად არ გაწყენთ ახალი შთაბეჭდილებები.
20 სექტემბერი 2019, 01:25
კურო: კარგი დღეა საქმეებზე და გეგმებზე საუბრისთვის. შეძლებთ თქვენი იდეებით ადამიანების დაინტერესებას და მოკავშირეების შემოკრებას. სახლში მცირე გაუგებრობებია მოსალოდნელი. არაა გამორიცხული, რომ ამან ცოტა ხნით დაგაბრკოლოთ, მაგრამ მალე შეძლებთ კალაპოტში ჩადგომას.
ტყუპი: ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. რასაც ამბობთ და აკეთებთ, საინტერესო იქნება ირგვლივ მყოფებისთვის. არ გაანდოთ სხვებს ინფორმაცია, თუ მის სიზუსტეში არ ხართ დარწმუნებული. ხელსაყრელი დღეა ისეთი საქმეებისთვის, სადაც შემოქმედებითი დამოკიდებულებაა საჭირო.
კირჩხიბი: კარგი დღეა იმისთვის, რომ რაღაც შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში. დაიწყეთ მცირედით, თავს ბევრად მშვიდად იგრძნობთ, როდესაც პირველ წარმატებებს მიაღწევთ. მოსალოდნელია თანხის მიღება. კარგად დაფიქრდით, სანამ სერიოზულ ფინანსურ ვალდებულებას შეეჭიდებით.
ლომი: დღე სირთულეებს მოკლებული არ იქნება, მაგრამ არ გელოდებათ დაბრკოლებები, რომლებსაც ვერ გადალახავთ. თქვენი წარმატებები ყურადღებას მიიქცევს. კარგი დღეა არაფორმალურ გარემოში შეხვედრებისთვის. არაა გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.
ქალწული: ეცადეთ, მშვიდად იყოთ, თუმცა ეს ადვილი არ იქნება. შესაძლოა, უმნიშვნელო წვრილმანებს დიდი დრო დაუთმოთ და ამის გამო რაღაც მნიშვნელოვანი გამოგრჩეთ. ბევრ პრობლემას აიცილებთ თავიდან, თუ გამოცდილი ადამიანების რჩევებს მოუსმენთ. ახლობლებთან სასიამოვნო ურთიერთობები გელოდებათ.
სასწორი: სასიამოვნო, მსუბუქი და ნაყოფიერი დღე გელოდებათ. წარმატებას მიაღწევს ის, ვინც ფინანსურ საკითხებს აგვარებს. შესაძლებელია თანხის მიღება. ჩვეულ საქმეებს ახლებურად მიუდგებით და ეს საუკეთესო შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ. გელოდებათ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება.
მორიელი. დღეს ძალზე გულწრფელი ხართ და ეს გარშემომყოფებს ძალიან მოეწონებათ. ამის წყალობით გადაიჭრება საკითხები, რომელთა გამო ბევრი კამათი იყო, წარსულს ჩაბარდება გაუგებრობები, უთანხმოებები. ბევრ საქმეს უფრო მარტივად გაუმკლავდებით, თუ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გექნებათ.
მშვილდოსანი: ყურადღებით მოუსმინეთ მათ, ვინც ადრეც მოგცათ კარგი რჩევები. საქმიანი ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვლება, თუ პროვოკაციებს არ აჰყვებით და ცივ გონებას შეინარჩუნებთ. ფრთხილად იყავით ფინანსურ საკითხებში. არ იჩქაროთ საყიდლებზე წასვლა და გარიგებების დადება.
თხის რქა: იღბლიანი დღეა ფინანსების თვალსაზრისით. მოსალოდნელია თანხის მიღება, მომგებიანი გარიგებების დადება. არაა გამორიცხული საინტერესო წინადადება სამუშაოსთან დაკავშირებით. პოზიტიური ტენდენციები შესამჩნევი იქნება სხვა სფეროებშიც. კარგად ჩაივლის მგზავრობა, ადამიანებთან ურთიერთობები.
მერწყული: საკმაოდ დამღლელი დღე იქნება. შესაძლოა, სრულიად ახალ საქმეებზე მოგიწიოთ მუშაობა. ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით. ნუ მოსთხოვთ შეუძლებელს ნურც საკუთარ თავს და ნურც სხვებს. სხვისი სისუსტეების მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება უსიამოვნო მომენტებს აგარიდებთ თავიდან.
თევზები: ადვილად მიხვდებით, რა უდევთ გულში ადამიანებს. ეს დაგეხმარებათ საქმიანი მოლაპარაკებების დროს. სიფრთხილეა საჭირო ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში. არ იჩქაროთ გარიგებების დადება, რამის ყიდვა. ძალზე კარგი დღეა რომანტიკული ურთიერთობებისთვის - ის დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.