დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 ივლისი

ტაილანდი - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 11 ივლისია, ორშაბათი. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღესპლანეტა მთვარემფარველობს.
დღე დაძაბული იქნება. მოსალოდნელია გონებაგაფანტულობა, კონფლიქტები. არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ძვირადღირებული ნივთების შეძენა.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 ივლისი>>
ლოგიკა მეორე პლანზე, ხოლო შრომისუნარიანობა მესამეზე გადავა და წინ ემოციები წამოიწევს. დღევანდელი დღის რეცეპტია პოზიტიური აზროვნება, დასვენება, განტვირთვა და მეგობრებთან ურთიერთობები.
ვერძი: შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ირგვლივ მყოფები საოცრად ნელი, არაორგანიზებული არიან და საერთოდ არა გააჩნიათ გამჭრიახობა. ეს გაგაღიზიანებთ. თავის შეკავება შეგიძლიათ, სანამ წყობილებიდან რომელიმეს უაზრო საქციელი არ გამოგიყვანთ და ეს დიდი „აფეთქება“ იქნება.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2018
სარძლოების საყურადღებოდ: ერიდეთ სადედამთილოს, თუ მისი ზოდიაქოს ნიშანია...
კურო: თქვენი მიღწევები ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა ხასიათზე გაიღვიძებთ. ხართ ძალზე ენერგიული და რომელი კალაპოტისკენ იქნება მიმართული მძლავრი ძალა, თქვენს პოზიტიურ ან ნეგატიურ განწყობაზე იქნება დამოკიდებული. პოზიტივით საოცრებების გაკეთებას შეძლებთ.
ტყუპი: დღეს საქმიანობის არანაირი სურვილი არ გექნებათ. ასტროლოგების აზრით, არაფერი დაშავდება, თუ ამ სურვილს აყვებით. მათი რჩევაა – გაატარეთ ეს დრო ისე, როგორც თქვენ გინდათ და რაც კმაყოფილებასა და სიამოვნებას მოგანიჭებთ: უყურეთ ფილმს, დათქვით სასიამოვნო შეხვედრა...
კირჩხიბი: დღეს მკაცრი ეკონომიის რეჟიმში მოგიწევთ დღის გატარება. ეკონომია მხოლოდ ფულს არ ეხება, არამედ სასიცოცხლო ძალებსაც. იგრძნობთ ენერგიისგან დაცლას, ეს კი თქვენს ფიქრებსა და საქმეებზე აისახება. გარშემომყოფების მხრიდან არ ღირს თქვენი წაქეზება – ამას შედეგი მაინც არ ექნება.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2018
სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ბედნიერების საიდუმლო
ლომი: დღეს ირგვლივ მყოფების გულის მოსაგებად ყველაზე მარტივ გზას გამოიყენებთ – ფულს. შესაძლოა, რამე ღონისძიება დააფინანსოთ. არაა გამორიცხული, რომ რაღაც ნივთებიც გააჩუქოთ, ფული გაასესხოთ. ამას აღიქვამთ არა როგორც უსარგებლო ხარჯს, არამედ როგორც კაპიტალდაბანდებას თქვენს სტატუსში.
ქალწული: ბევრი საქმე საკმაოდ კარგად მიედინება, თან თქვენი ძალისხმევის გარეშე. თუ მოინდომებთ რამის გაკეთებას, აქ უკვე უკუშედეგი შეიძლება მიიღოთ – საქმე დააბრკოლოთ. როდესაც ყავის მოდუღებაც პრობლემა ხდება, სჯობს, საერთოდ არაფერი გააკეთოთ. ამას თავისი პლუსიც აქვს – დაისვენებთ.
სასწორი: დღეს თქვენს აქტიურობას სასარგებლო შედეგები არ მოჰყვება, მიუხედავად ამისა, არაა გამორიცხული, რომ მაინც ენერგიულად იმოქმედოთ – ჩაერიოთ სხვის საქმეებში, შეეცადოთ პრობლემების არადელიკატური მეთოდებით მოგვარებას. ეს დაგაზიანებთ. სჯობს, აქტიურობა მინიმუმამდე დაიყვანოთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2018
სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმატების ძალა
მორიელი: დღეს თქვენთვის არ არსებობს სიტყვა – „ეკონომია“. ძალიან შორს ხართ იმისგან, რომ საკუთარი თავს რამეზე, რაც კმაყოფილებას მოგანიჭებთ, უარი უთხრათ. ხანდახან მაინც გაიხსენეთ, რა არის ზომიერება. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელში შეგრჩებათ ცარიელი საფულე და რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი.
მშვილდოსანი: ენერგიის უზარმაზარი მარაგები გაქვთ. შეგიძლიათ ნებისმიერი წინააღმდეგობა გადალახოთ, თუ არა – ეს ენერგია თავისით მიილევა. რომელ სცენარს განახორციელებთ, იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები – ან დღეს მშვიდად გაატარებთ, ან ნამდვილი სუპერმენი გახდებით.
თხის რქა: აზრი არა აქვს, ვინმემ თქვენგან ორგანიზებულობა და დისციპლინა მოითხოვოს. შესაძლოა, თავადაც გსურთ, რომ ირგვლივ ნაკლები ქაოსი და მეტი წესრიგი იყოს, მაგრამ სიტყვებს – „მინდა“ და „შემიძლია“ შორის დიდი უფსკრულია. ამიტომ მოდუნდით და დინებას მიჰყევით.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2022
ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, რომლებიც ამ ზაფხულს სიყვარულს იპოვიან: ვერძი, კირჩხიბი და...
მერწყული: თქვენი ფანტაზია უმაღლეს დონეზეა. თუ გარემოება თქვენგან სწრაფ და არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს, არაჩვეულებრივ კრეატიულობას აჩვენებთ. კარგი იქნება, თუ რამდენიმე გადაუჭრელი ამოცანა დადგება თქვენ წინაშე. გაქვთ შანსი, რომ საოცარი შედეგები მიიღოთ.
თევზები: ხართ გაღიზიანებული. ნებისმიერმა წვრილმანმა შეიძლება წყობილებიდან გამოგიყვანოთ. უკმაყოფილო დარჩებით ირგვლივ მყოფების (და არა მხოლოდ – არც საკუთარი თავი მოგწონთ) მოქმედებებით. თუ თავს ძალას დაატანთ, მხოლოდ ელემენტარული მოვალეობების შესრულებას შეძლებთ.
ყველა ახალი ამბავი
0