https://sputnik-georgia.com/20220712/batumsi-mseneblobaze-dasavebuli-20-wlis-biwi-gardaicvala-268454579.html
გარდაიცვალა 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც ბათუმში მშენებლობაზე დაშავდა
გარდაიცვალა 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც ბათუმში მშენებლობაზე დაშავდა
Sputnik საქართველო
უბედური შემთხვევა ზუსტად ერთი თვის წინ, 12 ივნისს მოხდა. 12.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-12T16:56+0400
2022-07-12T16:56+0400
2022-07-12T21:58+0400
შემთხვევები საქართველოში
ბათუმი
აჭარა
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24780/81/247808105_0:263:2501:1669_1920x0_80_0_0_ea84031b6f1402ebacf6d3556bfdef70.jpg
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. გარდაიცვალა 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ბათუმში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი დაეცა.შემთხვევა ბათუმში ერთი თვის წინ, 12 ივნისს კობალაძის ქუჩის N16 ნომერთან მოხდა. 20 წლის სტუდენტი სახლიდან სამსახურში ფეხით მიდიოდა, რა დროსაც მას სამშენებლო კომპანია DS Group-ის მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი თავში მოხვდა.დაშავებული ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. მას ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა დღემდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებოდა და გარდაცვალებამდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.ტრაგიკული შემთხვევის დღეს ბათუმში ძლიერი ქარი იყო, გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, მშენებლობის ობიექტზე გარკვეული წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი.კომპანია DS Group-ში ჟურნალისტებს დაუდასტურეს მათი ობიექტიდან ძელის ჩამოვარდნის ფაქტი, თუმცა სამშენებლო წესების დარღვევას კატეგორიულად უარყოფდნენ.მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებული აქვს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე შრომის ინსპექციას.წყარო: TV 25
ბათუმი
აჭარა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24780/81/247808105_0:0:2225:1669_1920x0_80_0_0_5afeae52e295c283fb568f93911080ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ბათუმი , აჭარა , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
შემთხვევები საქართველოში, ბათუმი , აჭარა , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
გარდაიცვალა 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც ბათუმში მშენებლობაზე დაშავდა
16:56 12.07.2022 (განახლებულია: 21:58 12.07.2022) უბედური შემთხვევა ზუსტად ერთი თვის წინ, 12 ივნისს მოხდა.
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. გარდაიცვალა 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ბათუმში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი დაეცა.
შემთხვევა ბათუმში ერთი თვის წინ, 12 ივნისს კობალაძის ქუჩის N16 ნომერთან მოხდა. 20 წლის სტუდენტი სახლიდან სამსახურში ფეხით მიდიოდა, რა დროსაც მას სამშენებლო კომპანია DS Group-ის მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი თავში მოხვდა.
დაშავებული ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. მას ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა დღემდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებოდა და გარდაცვალებამდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.
ტრაგიკული შემთხვევის დღეს ბათუმში ძლიერი ქარი იყო, გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, მშენებლობის ობიექტზე გარკვეული წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი.
კომპანია DS Group-ში ჟურნალისტებს დაუდასტურეს მათი ობიექტიდან ძელის ჩამოვარდნის ფაქტი, თუმცა სამშენებლო წესების დარღვევას კატეგორიულად უარყოფდნენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებული აქვს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე შრომის ინსპექციას.