https://sputnik-georgia.com/20220712/ass-iea-azia-268440462.html
საჭიროა ენერგიის დივერსიფიკაცია: აშშ და IEA აზიის ქვეყნებს აფრთხილებენ
საჭიროა ენერგიის დივერსიფიკაცია: აშშ და IEA აზიის ქვეყნებს აფრთხილებენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 12 ივლისი − Sputnik. შეერთებულმა შტატებმა და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ აზიის ქვეყნებს მოუწოდეს, მოახდინონ ენერგიისა და კრიტიკული წიაღისეულის... 12.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-12T12:21+0400
2022-07-12T12:21+0400
2023-07-20T15:45+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
ეკონომიკა
აშშ
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო
რუსეთი
ჩინეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0c/268440285_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_f198e26e1da2964116602a97a06a12fc.png
თბილისი, 12 ივლისი − Sputnik. შეერთებულმა შტატებმა და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ აზიის ქვეყნებს მოუწოდეს, მოახდინონ ენერგიისა და კრიტიკული წიაღისეულის მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაცია, რათა არ იყვნენ დამოკიდებული ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა ჩინეთი და რუსეთი, იუწყება Reuters-ი.როგორც ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) აღმასრულებელმა დირექტორმა ფატიჰ ბიროლმა და აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა ჯენიფერ გრანჰოლმმა განაცხადეს, ანტირუსული სანქციებით გამოწვეულმა ენერგეტიკულმა კრიზისმა უნდა უბიძგოს ინდოეთი–წყნარი ოკეანის ქვეყნებს, უარი თქვან წიაღისეულ საწვავზე.რაც შეეხება ბიროლს, მისი თქმით, ამ დროისათვის ჩინეთს მზის ტექნოლოგიების გლობალური მიწოდებების ჯაჭვის 80% უკავია, ხოლო 2025 წლისთვის მსოფლიო ბაზრის 95%-ს დაიკავებს.გამომდინარე აქედან, ბიროლსა და გრანჰოლმს მიაჩნიათ, რომ ტექნოლოგიისა თუ საწვავის კუთხით ერთ რომელიმე ქვეყანაზე დაყრდნობა თავიდან უნდა იქნას აცილებული, რათა რუსეთიდან ენერგომომარაგების დაკარგვით გამოწვეული შედეგები არ გამეორდეს.მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა ინდოეთის ხელმძღვანელობას, უარი თქვას რუსეთიდან საწვავის იმპორტის გაზრდასა და მიწოდების დივერსიფიკაციის გეგმებზე. მიუხედავად ამისა, ინდოეთი კვლავაც განაგრძობს რუსული ენერგორესურსების შეძენას და ზრდის იმპორტს. კერძოდ, მაისში რუსეთიდან ინდოეთში ნავთობის იმპორტის მოცულობა აპრილთან შედარებით დაახლოებით სამჯერ გაიზარდა და დღეში 819 ათასი ბარელი შეადგინა.წყარო: Reuters
აშშ
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0c/268440285_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_5a41e6c78fde525a532776414318f99f.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ეკონომიკა, აშშ , ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო, რუსეთი, ჩინეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, ეკონომიკა, აშშ , ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო, რუსეთი, ჩინეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 12 ივლისი − Sputnik. შეერთებულმა შტატებმა და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ აზიის ქვეყნებს მოუწოდეს, მოახდინონ ენერგიისა და კრიტიკული წიაღისეულის მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაცია, რათა არ იყვნენ დამოკიდებული ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა ჩინეთი და რუსეთი, იუწყება Reuters-ი.
როგორც ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) აღმასრულებელმა დირექტორმა ფატიჰ ბიროლმა და აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა ჯენიფერ გრანჰოლმმა განაცხადეს, ანტირუსული სანქციებით გამოწვეულმა ენერგეტიკულმა კრიზისმა უნდა უბიძგოს ინდოეთი–წყნარი ოკეანის ქვეყნებს, უარი თქვან წიაღისეულ საწვავზე.
„გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ, როგორც ერი, არ ვიქნებით ნავთობდიქტატორების წნეხის ქვეშ, მათი ზეწოლის ქვეშ, ვინც არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, ვისაც სურს გააკონტროლოს მიწოდების ჯაჭვის სტრატეგიული ასპექტები“, − განაცხადა ჯენიფერ გრანჰოლმმა სიდნეის ენერგეტიკულ ფორუმზე.
რაც შეეხება ბიროლს, მისი თქმით, ამ დროისათვის ჩინეთს მზის ტექნოლოგიების გლობალური მიწოდებების ჯაჭვის 80% უკავია, ხოლო 2025 წლისთვის მსოფლიო ბაზრის 95%-ს დაიკავებს.
გამომდინარე აქედან, ბიროლსა და გრანჰოლმს მიაჩნიათ, რომ ტექნოლოგიისა თუ საწვავის კუთხით ერთ რომელიმე ქვეყანაზე დაყრდნობა თავიდან უნდა იქნას აცილებული, რათა რუსეთიდან ენერგომომარაგების დაკარგვით გამოწვეული შედეგები არ გამეორდეს.
„ვშიშობ, რომ ჩინეთს აქვს უამრავი ტექნოლოგია და მიწოდების ჯაჭვი, რომლებსაც შეუძლია საბოლოოდ დაუცველები გაგვხადოს, თუ მიწოდების საკუთარ ქსელებს არ განვავითარებთ“, − განუცხადა გრანჰოლმმა ჟურნალისტებს.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა ინდოეთის ხელმძღვანელობას, უარი თქვას რუსეთიდან საწვავის იმპორტის გაზრდასა და მიწოდების დივერსიფიკაციის გეგმებზე. მიუხედავად ამისა, ინდოეთი კვლავაც განაგრძობს რუსული ენერგორესურსების შეძენას და ზრდის იმპორტს. კერძოდ, მაისში რუსეთიდან ინდოეთში ნავთობის იმპორტის მოცულობა აპრილთან შედარებით დაახლოებით სამჯერ გაიზარდა და დღეში 819 ათასი ბარელი შეადგინა.