დირიჟორ ზაზა აზმაიფარაშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ოპერის თეატრი
თბილისის ოპერის თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2022
გამოწერა
თავისი კარიერის განმავლობაში ზაზა აზმაიფარაშვილმა 28 საოპერო პრემიერას უდირიჟორა.
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ქართველ დირიჟორს ზაზა აზმაიფარაშვილს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის შენობის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.
გარდა ამისა, დირიჟორის 60 წლისთავს მიეძღვნა ჯაკომო პუჩინის „მანონ ლესკო", რომელიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაიდგა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ თბილისის საოპერო თეატრის სოლისტები, გუნდი, ორკესტრი, ასევე მოწვეული სტუმრები.
ზაზა აზმაიფარაშვილმა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი 1985 წელს დაამთავრა, ხოლო 1991 წელს - სანქტ-პეტერბურგის რიმსკი-კორსაკოვის სახელმწიფო კონსერვატორია იური ტემირკანოვის ხელმძღვანელობით, სპეციალობით - საოპერო-სიმფონიური მუსიკის დირიჟორი.
თბილისის ოპერის თეატრში „მანონ ლესკოს“ პრემიერა გაიმართება>>
აზმაიფარაშვილი, გარდა საქართველოსი, სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსეთში, ესპანეთში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში.
დირიჟორმა გამართა 28 საოპერო პრემიერა. 1980 წლიდან თანამშრომლობდა ისეთ ქართველ საოპერო ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან: პაატა ბურჭულაძე, ზურაბ სოტკილავა, მაყვალა ქასრაშვილი, ცისანა ტატიშვილი, ბადრი მაისურაძე, გიორგი გაგნიძე, მაია თომაძე, ლადო ათანელი და სხვ.
შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებს აზმაიფარაშვილს მსოფლიოში ცნობილ არტისტებთან, მათ შორის არიან: ელენა ობრაზცოვა, ალესანდრა მარკი, სამუელ ესტესი, ფერუჩი ფურლანეტი, ანდრეა როსტი, ამბროჯო მაესტრი და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0