თბილისის ოპერის თეატრში „მანონ ლესკოს“ პრემიერა გაიმართება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ოპერის თეატრი
თბილისის ოპერის თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2022
გამოწერა
ქართველი მუსიკის მოყვარულები ლატვიის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის დადგმას იხილავენ.
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. ჯაკომო პუჩინის ოპერა „მანონ ლესკოს“ საპრემიერო ჩვენებები ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 9, 10, 16, 17, 23, 24 ივლისს გაიმართება.
„მანონ ლესკო“ აბატ პრევოს ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით შექმნილი ოთხმოქმედებიანი ოპერაა. პუჩინის ოპერის პრემიერა 1893 წლის 1 თებერვალს ტურინში (იტალია) გაიმართა.
© Courtesy of Tbilisi Opera and Ballet State Theatre„მანონ ლესკოს“ პრემიერის აფიშა
Манон Леско Джакомо Пуччини (афиша премьеры в Театре Палиашвили) - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2022
„მანონ ლესკოს“ პრემიერის აფიშა
ქართველი მსმენელი ლატვიის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის დადგმას იხილავს.
ბილეთები უკვე იყიდება თეატრის სალაროებში. წარმოდგენებზე დაწესებულია დრეს-კოდი – კლასიკური სამოსი.
ყველა ახალი ამბავი
0