https://sputnik-georgia.com/20220711/yalbi-dokumentebis-damzadeba-dakavebulia-eqvsi-piri-268393263.html
ყალბი დოკუმენტების დამზადება: დაკავებულია ექვსი პირი
ყალბი დოკუმენტების დამზადება: დაკავებულია ექვსი პირი
Sputnik საქართველო
ბრალდებულებს 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 11.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-11T11:27+0400
2022-07-11T11:27+0400
2022-07-11T16:01+0400
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613595_231:581:2837:2047_1920x0_80_0_0_99479aceb7b6cd975c0ca1cb92b354d4.jpg
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ექვსი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.უწყების ცნობით, ბრალდებულებმა 2021 წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის დახმარებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს 309.576 ლარის ღირებულების 2.256 კვადრატული მეტრი ფართობის ორი მიწის ნაკვეთი.ბრალდებულებმა საჯარო რეესტრში ასევე წარადგინეს ყალბი დოკუმენტაცია დამატებით 6.217 კვადრატული მეტრი ფართობის ხუთი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით, რაც სამართალდამცველებმა აღკვეთეს.ყალბი დოკუმენტები და მითვისებული 270 ათასი ლარი: დაკავებულია ოთხი პირი>>„ტარდება შესაბამისი პროცედურები მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით (თაღლითობა), 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე) გრძელდება. ბრალდებულებს 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613595_419:571:2387:2047_1920x0_80_0_0_2905cdd55c52d7a9016563dafe457ece.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, საქართველო, ახალი ამბები
კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, საქართველო, ახალი ამბები
ყალბი დოკუმენტების დამზადება: დაკავებულია ექვსი პირი
11:27 11.07.2022 (განახლებულია: 16:01 11.07.2022) ბრალდებულებს 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ექვსი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა 2021 წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის დახმარებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს 309.576 ლარის ღირებულების 2.256 კვადრატული მეტრი ფართობის ორი მიწის ნაკვეთი.
ბრალდებულებმა საჯარო რეესტრში ასევე წარადგინეს ყალბი დოკუმენტაცია დამატებით 6.217 კვადრატული მეტრი ფართობის ხუთი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით, რაც სამართალდამცველებმა აღკვეთეს.
„ტარდება შესაბამისი პროცედურები მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით (თაღლითობა), 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე) გრძელდება. ბრალდებულებს 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.