ყალბი დოკუმენტები და მითვისებული 270 ათასი ლარი: დაკავებულია ოთხი პირი

© photo: Sputnik / Stringerდაკავებული ხელბორკილით
დაკავებული ხელბორკილით - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2019-2021 წლებში დაკავებულებმა მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით დაამზადეს და გამოიყენეს საქონლის ფიქტიური მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რა გზითაც უკანონოდ დაეუფლენ 270.000 ლარზე მეტს, რომელიც შემდგომში გამოიყენეს ბიუჯეტის მიმართ არსებული ვალდებულებების დასაფარად.
ბრალდებულებმა ამავე კომპანიების საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით, მოსალოდნელი დარიცხვებისაგან თავის არიდების მიზნით, აღურიცხავ საქონელზე დაამზადეს და მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინეს საქონლის შეძენის დამადასტურებელი ყალბი შესყიდვის აქტები, აღნიშნულია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებითა და 185-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0