მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„არ დააბრუნოთ ტურბინა“: უკრაინა კანადის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია

© photo: Sputnik / Ekaterina Solovieva / ფოტობანკში გადასვლა
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2022
გამოწერა
Yandex newsTelegram
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. უკრაინის საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის სამინისტროები ღრმად არიან იმედგაცრუებული კანადის მთავრობის გადაწყვეტილებით, დააბრუნოს გერმანიაში „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის ტურბინა, რომელიც Siemens Canada-ს მიერ კანადაში იყო გატანილი გასარემონტებლად.
ამის შესახებ ნათქვამია სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.

„საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის კანადამ და გერმანიამ, უკვე დააწესა რიგი მნიშვნელოვანი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რათა უკრაინასთან ომი შეეჩერებინა. უკრაინა მადლიერია ამ მტკიცე ნაბიჯებისთვის. ამასთან, ბოლო კანადურ-გერმანული შეთანხმება და მის საფუძველზე გამოცხადებული გადაწყვეტილება — ეს სანქციების რეჟიმის რუსეთის ახირებაზე მორგებაა. ეს საშიში პრეცედენტი ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობას და ექნება მხოლოდ ერთი შედეგი — გააძლიერებს მოსკოვის დაუსჯელობის გრძნობას“, — წერია განცხადებაში.

უწყებები ასევე განმარტავენ, რომ რუსეთს ტურბინის გარეშეც შეუძლია სრული მოცულობით განაგრძოს გერმანიისთვის გაზის მიწოდება, მაგრამ „შანტაჟს აწყობს ტექნიკური დასაბუთების გარეშე“.
მანამდე კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ჯონათან ვილკინსონმა განაცხადა, რომ კანადა, მიუხედავად სანქციებისა, გერმანიის მოთხოვნით, დაუბრუნებს რუსეთს „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის შეკეთებულ ტურბინას. რუსული სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ სწორედ ამ ტურბინების არარსებობას ასახელებს მილსადენით გაზის ტრანზიტის შემცირების მიზეზად.
Financial Times-ის წყაროების თანახმად, გერმანიის მთავრობა შიშობს, რომ რუსეთი, გაზსადენის ყოველწლიური ტექნიკური მომსახურების მომიზეზებით, მთლიანად შეუწყვეტს გაზის მიწოდებას ქვეყანას და ამასთან გააჭიანურებს სამუშაოებს.
რუსეთმა დღეს უკვე დაიწყო გაზსადენზე გეგმიური პროფილაქტიკა, რა მიზეზითაც გერმანიას გაზის მიწოდებები შეუჩერა. „გაზპრომის“ განცხადებით, სამუშაოები 21 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
ამასთან კრემლი უარყოფს „ნებისმიერ მინიშნებასა“ და განცხადებებს, რომ მოსკოვი ენერგორესურსებს „პოლიტიკური ზეწოლის იარაღად“ იყენებს. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი ასრულებს თავის ვალდებულებებს და „კვლავინდებურად შეუძლია ევროპის სრული ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტირება“.
ყველა ახალი ამბავი
0