https://sputnik-georgia.com/20220711/tia-biujetis-indeqsit-saqartvelo-msofliosi-pirvel-adgilzea-raribasvili-268429198.html
ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა: ღარიბაშვილი
ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა: ღარიბაშვილი
Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინასწარი შეფასებით, მშპ-ის ზრდის მიხედვით საქართველომ 190 ქვეყანას შორის მესამე ადგილი და ევრაზიის კონტინენტზე პირველი ადგილი დაიკავა.
2022-07-11T22:09+0400
2022-07-11T22:09+0400
2022-07-11T22:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267404370_0:0:1300:731_1920x0_80_0_0_7cc6876092e989433ad3692a73930bba.jpg
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საქართველო მთავრობის ძალისხმევის შედეგად მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს ბიუჯეტის ღიაობის საერთაშორისო რეიტინგში Open Budget Survey-2021, განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.პრემიერმა ამ შედეგებს ქვეყნის ხელისუფლების დამსახურება უწოდა და სხვა მიღწევებიც აღნიშნა. ამგვარად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინასწარი შეფასებითა და პროგნოზებით, მშპ-ის ზრდის მიხედვით საქართველომ 190 ქვეყანას შორის მესამე ადგილი და ევრაზიის კონტინენტზე პირველი ადგილი დაიკავა.2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაც აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო მსოფლიოს ლიდერი ქვეყანა გახდა >>წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,4% შეადგინა.2022 წლის მაისში მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 11,6% შეადგინა, ხოლო რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა მიმდინარე წლის ხუთ თვეში 11,2% შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267404370_66:0:1271:904_1920x0_80_0_0_bc3b735912cad3821e754f7c5eda50be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ღია ბიუჯეტი ინდექსი საქართველო მსოფლიო პირველი ადგილი ირაკლი ღარიბაშვილი
ღია ბიუჯეტი ინდექსი საქართველო მსოფლიო პირველი ადგილი ირაკლი ღარიბაშვილი
ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა: ღარიბაშვილი
საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინასწარი შეფასებით, მშპ-ის ზრდის მიხედვით საქართველომ 190 ქვეყანას შორის მესამე ადგილი და ევრაზიის კონტინენტზე პირველი ადგილი დაიკავა.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საქართველო მთავრობის ძალისხმევის შედეგად მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს ბიუჯეტის ღიაობის საერთაშორისო რეიტინგში Open Budget Survey-2021, განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, განახლება მოხდა და ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა. მაშინ, როდესაც ჩვენი ასოცირებული ტრიოს წევრები ახლა იწყებენ მუშაობას საჯარო ფინანსების რეფორმაზე და ა.შ., ამის გაუმჯობესებაზე, ჩვენ მსოფლიოში პირველ ადგილზე გავედით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ამ შედეგებს ქვეყნის ხელისუფლების დამსახურება უწოდა და სხვა მიღწევებიც აღნიშნა. ამგვარად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინასწარი შეფასებითა და პროგნოზებით, მშპ-ის ზრდის მიხედვით საქართველომ 190 ქვეყანას შორის მესამე ადგილი და ევრაზიის კონტინენტზე პირველი ადგილი დაიკავა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაც აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,4% შეადგინა.
2022 წლის მაისში მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 11,6% შეადგინა, ხოლო რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა მიმდინარე წლის ხუთ თვეში 11,2% შეადგინა.