საინვესტიციო ფონდებზე კონტროლი მკაცრდება

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა
იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2022
გამოწერა
ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველოში საინვესტიციო ფონდებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტებზე მკაცრად გააკონტროლებენ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანება 14 ივლისიდან ამოქმედდება.

დოკუმენტის თანახმად, ეროვნულ ბანკს ექნება უფლება – დააჯარიმოს საინვესტიციო ფონდები და მისი მმართველი ორგანოს წევრები, თუ დაადგენს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის დარღვევას.

კანონდარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, ჯარიმა 100 ლარიდან 50 ათას ლარამდე იქნება.
თუ ეროვნული ბანკის მიერ ფონდის შემოწმების დაწყების შემდეგ ის ხუთ დღეში აუცილებელ დოკუმენტაციას არ წარმოადგენს, საინვესტიციო ფონდი 100 ლარით დაჯარიმდება.
პრემიერი: ინვესტიციები რეკორდულად გაიზარდა, მიუხედავად რეგიონში არსებული სიტუაციისა>>>
ყველაზე მაღალ ჯარიმას ითვალისწინებს სისტემატური დარღვევები, დოკუმენტაციის პერიოდულად არწარდგენა, ეროვნული ბანკის მოთხოვნების შეუსრულებლობა. ამ შემთხვევაში ჯარიმა 5-6 ათას ლარს შეადგენს.
ხოლო მსგავსი ტიპის დარღვევების გამეორება ან დარღვევა, რომელიც ფონდისთვის ქმნის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების სისტემურ რისკს, ექვემდებარება ჯარიმას 50 ათასი ლარის ოდენობით.
ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. კანონმდებლობის ეფექტურად შესრულების ხელშეწყობისთვის ეროვნულმა ბანკმა უკვე მიიღო რიგი ზომები, მათ შორის, კომერციულ ბანკებთან მჭიდრო თანამშრომლობის კუთხით, რაც ითვალისწინებს ინფორმაციის გაცვლას და საეჭვო ტრანზაქციების გამოვლენას.
ყველა ახალი ამბავი
0