„ქართული ოცნება“ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემაც დატოვა

© photo: Sputnik / Stringer„ქართული ოცნების“ ლოგო
„ქართული ოცნების“ ლოგო - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2022
გამოწერა
„ქართული ოცნების“ აწ უკვე ყოფილმა წევრებმა აშშ-ის ელჩი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ საბა კბილაშვილმა დატოვა თანამდებობა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო".
კბილაშვილმა გადაწყვიტა მიბაძოს „ქართული ოცნების" სამ ლიდერს, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ პარტიის, საპარლამენტო უმრავლესობისა და პარლამენტში თანამდებობების დატოვება გადაწყვიტეს. მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბარმა და დიმიტრი ხუნდაძემ წასვლის მთავარ მიზეზად ის დაასახელეს, რომ აქვთ სურვილი, საზოგადოებას მიმდინარე მოვლენებზე მეტი ინფორმაცია მიაწოდონ.
8 ივლისს ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, მკაფიოდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია რიგ საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, მთავრობის დამხობის შესახებ ოპოზიციის მოწოდებებზე, სანქციებისა და ომის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებებზე და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ საქართველოს კონფლიქტში ჩართვისკენ.
ყაველაშვილმა ელჩი დაადანაშაულა უმოქმედობაში ოპოზიციის პროვოკაციული განცხადებების დროს და პირდაპირ განაცხადა, რომ აშშ აფინანსებს ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციურ პარტიებს და მასმედიას საქართველოში.
როგორც აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, მას წერილი ბოლომდე არც წაუკითხავს, რადგან ის შეთქმულების თეორიებით არის სავსე და აღნიშნა, რომ მისთვის დასანანია, როცა დეპუტატს არ ესმის მისი ქვეყნის როლი.
სიმართლის თქმა „იტვირთეს": საკრებულოებში თანამდებობებს მმართველი პარტიის წევრები ტოვებენ >>
ახალციხელმა დეპუტატმა კბილაშვილმა პარტიიდან და თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„დასავლეთიდან თუ ისეთი დამოკიდებულება იქნა, რაც ელჩის მხრიდან ყაველაშვილის მისამართით ვნახეთ, ალბათ ხვდებით სირთულის მასშტაბს... ქართველებმა ზუსტად ვიცით, ვინ არის მტერი, ოკუპანტი და ვინ მოყვარე, მაგრამ მოყვრობაში თავმოყვარეობაზე უარის თქმა და სულში ხელების ფათური არავინ უნდა მოგვთხოვოს“, – დაწერა კბილაშვილმა სოციალურ ქსელში.

მეტი თავისუფლებისთვის - ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ "ოცნება" დატოვა>>>
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე „სიმართლის თქმის“ სურვილის გამო „ქართული ოცნება“ დატოვეს, მაგრამ მისი ერთგული დარჩნენ ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკა სამხარაძე, ლაგოდეხის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღამბაშიძე და თერჯოლის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე ომარ ჯიხვაშვილი.
მათაც გააკრიტიკეს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რადგან მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა ყაველაშვილის ღია წერილზე ელჩის რეაქცია.
ყველა ახალი ამბავი
0