„უმაღლესმა პოსტმა ჭკუა და ინტელექტი ვერ შესძინა“: ჯაბაროვი ვალენსას განცხადებაზე

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ ჯაბაროვი
ვლადიმირ ჯაბაროვი - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2022
გამოწერა
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. უმაღლესმა თანამდებობამ პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტ ლეხ ვალენსას არც ინტელექტი შესძინა და არც სიბრძნე, მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმირ ჯაბაროვი.

„აბა, რა შემიძლია ვთქვა. გდანსკის გემთმშენებელი ქარხნის ყოფილი ელექტრიკოსი, რომელიც, ბედის განგებით, ოპოზიციურ პროფკავშირ „სოლიდარობას“ ხელმძღვანელობდა, თავის დროზე პოლონეთის პრეზიდენტიც კი იყო. მაგრამ სახელმწიფო უმაღლეს თანამდებობაზე ყოფნამ, სამწუხაროდ, მას ვერც ინტელექტი შესძინა, ვერც სიბრძნე და, მაპატიეთ, მაგრამ ვერც ჭკუა“, — წერს ჯაბაროვი საკუთარ ტელეგრამ-არხზე.

მანამდე ვალენსამ Le Figaro-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ დღევანდელი რუსეთის დაშლითა და მისი მოსახლეობის 50 მილიონამდე შემცირებით, რისთვისაც რუსეთში მცხოვრები სამოცამდე ეროვნების აჯანყებაა საჭირო.
აღსანიშნავია, რომ პოლონელი პოლიტიკოსები ხშირად აკეთებენ ანტირუსულ განცხადებებს. მაგალითად, პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ რომუალდ შერემეტიევმა განაცხადა, რომ აუცილებელია კალინინგრადის ოლქის „დემილიტარიზაცია“, ხოლო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის „რუსული სამყაროს იდეოლოგიის დამარცხება და ლიკვიდაცია“ სურს. ამ განცხადებების პასუხად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ ვარშავა მოსკოვთან ურთიერთობების ნგრევით არის დაკავებული. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დმიტრი მედვედევის თქმით, პოლონეთი ათი წელია ახორციელებს პროამერიკულ, რუსოფობიურ პოლიტიკას, რაც სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური სისულელე.
ყველა ახალი ამბავი
0