მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საჭიროა რუსეთის დაშლა და მოსახლეობის 50 მლნ-მდე შემცირება: ლეხ ვალენსა

© AP Photo / Czarek Sokolowskiპოლონეთის ექს-პრეზიდენტი ლეხ ვალენსა
პოლონეთის ექს-პრეზიდენტი ლეხ ვალენსა - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2022
გამოწერა
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ დღევანდელი რუსეთის დაშლითა და მისი მოსახლეობის 50 მილიონამდე შემცირებით, განუცხად Le Figaro-ს პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა ლეხ ვალენსამ.
მისი თქმით, უკრაინის გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ხუთი წლის შემდეგ მსოფლიო „იგივე სურათს მიიღებს, ხოლო ათი წლის შემდეგ ახალი პუტინი გამოჩნდება“. ასეთი სცენარის თავიდან ასაცილებლად ვალენსა აუცილებლად მიიჩნევს რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხების აჯანყების ორგანიზებას.

„არის 60 ერი, რომლებიც უკრაინელებივით არიან ანექსირებული. საჭიროა რუსეთთან მიერთებული ხალხების აჯანყება, ან რუსეთის პოლიტიკური სისტემის შეცვლა, ან მოსახლეობის 50 მილიონზე დაბლა ჩამოყვანა“, — განაცხადა ვალესამ ინტერვიუში.

ექს-პრეზიდენტის აზრით, თუ რუსეთში რეჟიმის შეცვლის ორგანიზება შეუძლებელი იქნება, მაშინ ის უნდა დაიშალოს, რაც „უზრუნველყოფს უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში“.
ამასთან ვალენსამ დასავლეთიც გააკრიტიკა, რომელიც, მისი აზრით, ცდება, თუ ფიქრობს, რომ რუსეთი უვნებელი გახდება. ყოფილი პოლიტიკოსი ამ შეცდომის სათავედ მიხაილ გორბაჩოვის მმართველობის წლებს ასახელებს.
„ჩვენ მაშინ ვამბობდით: იყო სტალინი, იყო ბრეჟნევი, მაგრამ გორბაჩოვი კარგია. ამიტომ თავი დავანებეთ რუსეთს. რუსეთი ელოდებოდა არეულ პერიოდებს, და ახლა მათ სურთ, როგორც ამას საუკუნეების განმავლობაში აკეთებდნენ, განაგრძონ ხალხების თავიანთი იმპერიისთვის მიერთება. ეს იყო ჩვენი შეცდომა იმ დროს. მე სხვაგვარად მინდოდა, მაგრამ უფლება არ მომცეს“, — სინანულით აღნიშნა პოლონეთის ექს-პრეზიდენტმა.
პოლონელი პოლიტიკოსები ხშირად აკეთებენ ანტირუსულ განცხადებებს. მაგალითად, პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ რომუალდ შერემეტიევმა განაცხადა, რომ აუცილებელია კალინინგრადის ოლქის „დემილიტარიზაცია“, ხოლო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის „რუსული სამყაროს იდეოლოგიის დამარცხება და ლიკვიდაცია“ სურს. ამ განცხადებების პასუხად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ ვარშავა მოსკოვთან ურთიერთობების ნგრევით არის დაკავებული. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დმიტრი მედვედევის თქმით, პოლონეთი ათი წელია ახორციელებს პროამერიკულ, რუსოფობიურ პოლიტიკას, რაც სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური სისულელე.
წყარო: Le Figaro
ყველა ახალი ამბავი
0