https://sputnik-georgia.com/20220711/gabunia-saakashvilis-mkurnalobis-processhi-eqspertebis-chartva-ar-moutxoviat-268398823.html
გაბუნია: სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვა არ მოუთხოვიათ
გაბუნია: სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვა არ მოუთხოვიათ
Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას თქმით, მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის პროცესი უნდა დაჩქარდეს. 11.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-11T14:40+0400
2022-07-11T14:40+0400
2022-07-11T19:50+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/15/250670830_0:31:1024:607_1920x0_80_0_0_ef63d643a509d48c6bd72a88e23c4412.png
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვაზე მოთხოვნა სამინისტროში არ შემოსულა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან.სააკაშვილი მკურნალობის კურსს კლინიკა „ვივამედში“ გადის, სადაც 12 მაისს რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული ბოლო რამდენიმე სასამართლო პროცესს არ დასწრებია.გაბუნიას თქმით, მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მკურნალობის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო „საჭიროებისამებრ ერთვება“.8 ივლისს მსჯავრდებული სააკაშვილი „ვივამედში“ მოინახულეს ნევროლოგმა ოთარ თოიძემ და ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა. თოიძის განცხადებით, ექს-პრეზიდენტის სათანადო მკურნალობა არსებულ პირობებში შეუძლებელია.ამასთან, სააკაშვილის დედა გიული ალასანია ამტკიცებს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და მას ისევ აღენიშნება სისუსტე.მისი თქმით, მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის პროცესი უნდა დაჩქარდეს.„სააკაშვილის მკურნალობა შეუძლებელია": ნევროლოგი ექს-პრეზიდენტის მდგომარეობაზე>>>მანამდე სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს „სახეზე აქვს შავი ფერი, პიგმენტები, ხელები დამჭკნარი, სახე ორ-სამი დღის გარდაცვლილი ადამიანივით აქვს“.ადვოკატის თქმით, პირველ რიგში სააკაშვილს უნდა გადაუვადონ სასჯელი და სამკურნალოდ უცხოეთში გადაიყვანონ, რადგანაც საქართველოში მსგავს დაავადებებს ვერ მკურნალობენ. ამასთან, ხაჭაპურიძეს არ დაუსახელებია კონკრეტულად თუ რა დაავადებაზეა საუბარი.ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/15/250670830_87:0:936:637_1920x0_80_0_0_49e7a547c12c06fbfff8014423b75675.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
გაბუნია: სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვა არ მოუთხოვიათ
14:40 11.07.2022 (განახლებულია: 19:50 11.07.2022) მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას თქმით, მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის პროცესი უნდა დაჩქარდეს.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვაზე მოთხოვნა სამინისტროში არ შემოსულა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან.
სააკაშვილი მკურნალობის კურსს კლინიკა „ვივამედში“ გადის, სადაც 12 მაისს რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული ბოლო რამდენიმე სასამართლო პროცესს არ დასწრებია.
გაბუნიას თქმით, მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მკურნალობის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო „საჭიროებისამებრ ერთვება“.
„ამ ეტაპზე პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტი და კლინიკა, სადაც პაციენტია მოთავსებული, სიტუაციას სრულად მართავენ. ჯანდაცვის სამინისტრომ, როდესაც მოთხოვნა იყო, უცხოელი ექსპერტების ქვეყანაში შემოსვლასა და მათთვის დროებითი სერტიფიკატის გაცემაზე თანხმობა გასცა, ახლა კი ამაზე მოთხოვნა არ შემოსულა“, – განაცხადა გაბუნიამ.
8 ივლისს მსჯავრდებული სააკაშვილი „ვივამედში“ მოინახულეს ნევროლოგმა ოთარ თოიძემ და ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა. თოიძის განცხადებით, ექს-პრეზიდენტის სათანადო მკურნალობა არსებულ პირობებში შეუძლებელია.
ამასთან, სააკაშვილის დედა გიული ალასანია ამტკიცებს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და მას ისევ აღენიშნება სისუსტე.
მისი თქმით, მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის პროცესი უნდა დაჩქარდეს.
მანამდე სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს „სახეზე აქვს შავი ფერი, პიგმენტები, ხელები დამჭკნარი, სახე ორ-სამი დღის გარდაცვლილი ადამიანივით აქვს“.
ადვოკატის თქმით, პირველ რიგში სააკაშვილს უნდა გადაუვადონ სასჯელი და სამკურნალოდ უცხოეთში გადაიყვანონ, რადგანაც საქართველოში მსგავს დაავადებებს ვერ მკურნალობენ. ამასთან, ხაჭაპურიძეს არ დაუსახელებია კონკრეტულად თუ რა დაავადებაზეა საუბარი.
ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.