„სააკაშვილის მკურნალობა შეუძლებელია": ნევროლოგი ექს-პრეზიდენტის მდგომარეობაზე

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2022
გამოწერა
სააკაშვილის დედის გიული ალასანიას თქმით, მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის პროცესი უნდა დაჩქარდეს.
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა არსებულ პირობებში შეუძლებელია, განაცხადა ნევროლოგმა ოთარ თოიძემ ჟურნალისტებთან.
სააკაშვილი მკურნალობის კურსს კლინიკა „ვივამედში“ გადის, სადაც 12 მაისს რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული ბოლო რამდენიმე სასამართლო პროცესს არ დასწრებია.
დღეს თოიძემ მსჯავრდებული სააკაშვილი კლინიკაში მოინახულა ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელ მარიამ ჯიშკარიანთან ერთად.

„ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამ პირობებში დაავადების განკურნება შეუძლებელია. იგი საპატიმრო პირობებში იმყოფება, განსხვავება არ არის, იქნება რუსთავში (რუსთავის ციხეში) თუ კლინიკაში“, – განაცხადა თოიძემ.

ამასთან, სააკაშვილის დედა გიული ალასანია ამტკიცებს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და მას ისევ აღენიშნება სისუსტე.
მისი თქმით, მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის პროცესი უნდა დაჩქარდეს.
„აუცილებელია ჩატარდეს ნორმალური მკურნალობა და დაისვას სწორი დიაგნოზი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
კითხვაზე, კონკრეტულად რა ჩივილები აღენიშნება სააკაშვილს, ალასანიამ უპასუხა, რომ მას უჭირს ნორმალურად გადაადგილება და ძირითადად წევს.
„სააკაშვილს სახე გარდაცვლილი ადამიანივით აქვს": ადვოკატი სასჯელის გადავადებას მოითხოვს>>>
გუშინ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს სახეზე აქვს შავი ფერი, პიგმენტები, ხელები დამჭკნარი, სახე ორ-სამი დღის გარდაცვლილი ადამიანივით აქვს“.
ადვოკატის თქმით, პირველ რიგში სააკაშვილს უნდა გადაუვადონ სასჯელი და სამკურნალოდ უცხოეთში გადაიყვანონ, რადგანაც საქართველოში მსგავს დაავადებებს ვერ მკურნალობენ. ამასთან, ხაჭაპურიძეს არ დაუსახელებია კონკრეტულად თუ რა დაავადებაზეა საუბარი.
ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
ყველა ახალი ამბავი
0