https://sputnik-georgia.com/20220707/saakashvils-gardacvlilis-saxe-aqvs-advokati-sasjelis-gadavadebas-moitxovs-268284212.html
„სააკაშვილს სახე გარდაცვლილი ადამიანივით აქვს": ადვოკატი სასჯელის გადავადებას მოითხოვს
„სააკაშვილს სახე გარდაცვლილი ადამიანივით აქვს": ადვოკატი სასჯელის გადავადებას მოითხოვს
Sputnik საქართველო
ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. 07.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-07T17:40+0400
2022-07-07T17:40+0400
2022-07-07T21:31+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266113033_0:0:3641:2048_1920x0_80_0_0_75c52c2bb22fdc9719ff90db7f625942.jpg
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სახე შავი პიგმენტური ლაქებითაა დაფარული, განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან.სააკაშვილი მკურნალობის კურსს კლინიკა „ვივამედში“ გადის, სადაც 12 მაისს რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული ბოლო რამდენიმე სასამართლო პროცესს არ დასწრებია.ადვოკატის თქმით, პირველ რიგში სააკაშვილს უნდა გადაუვადონ სასჯელი და სამკურნალოდ უცხოეთში გადაიყვანონ, რადგანაც საქართველოში მსგავს დაავადებებს ვერ მკურნალობენ.ხაჭაპურიძეს არ დაუსახელებია კონკრეტული დაავადება. სავარაუდოდ, ის დაეყრდნო დამოუკიდებელი ექსპერტების აზრს, რომლებიც აცხადებენ, რომ შიმშილობის შემდეგ სააკაშვილს გართულებული მდგომარეობა აქვს და მას სპეციფიკური კომპლექსური მკურნალობა სჭირდება, რისი გამოცდილებაც საქართველოში არ გააჩნიათ.ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).საზღვრის კვეთაში სააკაშვილის დახმარების ბრალდებით გამოძიებამ კიდევ ოთხი პირი – ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე დააკავა. მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266113033_387:0:3118:2048_1920x0_80_0_0_dc7f0bf45ded774e5d3b9f4eda898fc0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
„სააკაშვილს სახე გარდაცვლილი ადამიანივით აქვს": ადვოკატი სასჯელის გადავადებას მოითხოვს
17:40 07.07.2022 (განახლებულია: 21:31 07.07.2022) ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სახე შავი პიგმენტური ლაქებითაა დაფარული, განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან.
სააკაშვილი მკურნალობის კურსს კლინიკა „ვივამედში“ გადის, სადაც 12 მაისს რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული ბოლო რამდენიმე სასამართლო პროცესს არ დასწრებია.
„იგი ძალიან ცუდად არის. სახეზე აქვს შავი ფერი, პიგმენტები, ხელები დამჭკნარი, სახე ორ-სამი დღის გარდაცვლილი ადამიანივით აქვს“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ადვოკატის თქმით, პირველ რიგში სააკაშვილს უნდა გადაუვადონ სასჯელი და სამკურნალოდ უცხოეთში გადაიყვანონ, რადგანაც საქართველოში მსგავს დაავადებებს ვერ მკურნალობენ.
ხაჭაპურიძეს არ დაუსახელებია კონკრეტული დაავადება. სავარაუდოდ, ის დაეყრდნო დამოუკიდებელი ექსპერტების აზრს, რომლებიც აცხადებენ, რომ შიმშილობის შემდეგ სააკაშვილს გართულებული მდგომარეობა აქვს და მას სპეციფიკური კომპლექსური მკურნალობა სჭირდება, რისი გამოცდილებაც საქართველოში არ გააჩნიათ.
„ძალიან რთული მდგომარეობაა. პირველ რიგში სასჯელის გადავადება უნდა მოხდეს, შემდეგ კი გადაწყვეტენ ექიმები, სად უნდა მოხდეს მკურნალობა. ჩემ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საქართველოში ასეთი დაავადებების მკურნალობა არ ხდება", – აღნიშნა ხაჭაპურიძემ.
ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).
საზღვრის კვეთაში სააკაშვილის დახმარების ბრალდებით გამოძიებამ კიდევ ოთხი პირი – ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე დააკავა. მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ.