ბრინჯის ნიღაბი სახის კანისთვის: ეს ძველი იაპონური რეცეპტი 10 წელს მოგაკლებთ

© Pixabay / Engin_Akyurtკოსმეტიკური ნიღაბი სახისთვის
კოსმეტიკური ნიღაბი სახისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2022
გამოწერა
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ბრინჯი ლინოლეინის მჟავისა და სკვალენის — მძლავრი ანტიოქსიდანტის საოცარი წყაროა, რომელიც კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს. ეს უკანასკნელი ანელებს სახის კანზე ნაოჭების წარმოქმნას და იცავს მას მზის უარყოფითი გავლენისგან, აცხადებენ სილამაზის ექსპერტები.
საუბარია არა ბრინჯის მიღებაზე, არამედ მისგან დამზადებულ სახის ნიღაბზე, რომელიც აუმჯობესებს კანის ფერს, ასწორებს ნაოჭებს და, შესაბამისად, ათამდე წელს მაინც აკლებს ადამიანს.
ბრინჯის ნიღბებს უძველესი დროიდან იყენებენ იაპონელი ქალბატონები, რომლებიც ცნობილი არიან სახის კანის სიგლუვითა და ელასტიკურობით. ქვემოთ მათი სილამაზის საიდუმლოს — ნიღბის ძალიან მარტივ რეცეპტს გაგაცნობთ, რომელიც თვეში ორჯერ უნდა გამოიყენოთ.
თქვენ დაგჭირდებათ:
ბრინჯი — 2 სუფრის კოვზი;
რძე — 1 სუფრის კოვზი;
თაფლი — 1 სუფრის კოვზი.
მომზადება-გამოყენების წესი
მოხარშეთ ბრინჯი წყალში. როდესაც კარგად დარბილდება, გადაუწურეთ წყალი და დაუმატეთ მარცვლებს თაფლი და რძე. ნახარში წყალი არ გადაღვაროთ — ის მოგვიანებით დაგჭირდებათ.
მოხარშული ბრინჯი, თაფლი და რძე კარგად აურიეთ და დასრისეთ ისე, რომ ერთგვარი პიურე მიიღოთ.
წაისვით მიღებული მასა დაბანილ სახეზე და გაიჩერეთ დაახლოებით ნახევარი საათი — სანამ კარგად არ გაშრება. შემდეგ ჩამოიბანეთ ბრინჯის ნახარშით.
როგორც სილამაზის ექსპერტები ირწმუნებიან, ამ ნიღაბს ანტიბაქტერიული და დამამშვიდებელი ეფექტი ქვს, ამასთან აქრობს ცხიმოვან ლაპლაპს, კანი ხდება გლუვი და ლამაზი.
ბრინჯი ბასმატი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
„ბრინჯის დღეები“ წონაში უსაფრთხოდ დასაკლებად: მინუს 3 კგ ორ დღეში
რაც შეეხება ბრინჯის ნახარშ წყალს, მას ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს. ის ატენიანებს კანს და ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას. ეს წყალი ასევე ხელს უწყობს ასაკობრივი ლაქების მოცილებასა და ხსნის ანთებებს კანზე. მისი გამოყენება შეგიძლიათ მზის აბაზანების მიღებამდეც, რათა დაიტენიანოთ კანი და დაიცვათ ის ახალი ნაოჭების წარმოქმნისგან.
ოპტიმალური შედეგისთვის რეკომენდებულია ბრინჯის ნიღბის გამოყენება კვირაში ერთხელ მაინც (მინიმუმ, თვეში ორჯერ). უფრო იშვიათად წასმა განსაკუთრებულ შედეგს ვერ მოგცემთ.
ძლიერი ეფექტისთვის კარგი იქნება, თუ ახალგაზრდა ქალბატონები ნიღაბს წინასწარ დაორთქლილ სახეზე დაიდებენ, ხოლო შუახნის ქალბატონები წინასწარ ყინულის კუბებით დაიტენიანებენ სახეს — მათთვის დაორთქვლა რეკომენდებული არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0